(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი ხულო FEST გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ფესტივალი ხულო FEST გაიმართება

2018 წლის 25 აგვისტოს, 14:00-22:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხულოს LAG-ი მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ფესტივალს მოაწყობს.
ფესტივალი მოეწყობა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია. ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები, გარდა ამისა ტურისტული ადგილების წარმომადგენლები სტუმრებს მიაწოდებენ ინფორმაციას სხვადასხვა ტურისტული ადგილების შესახებ.
გამოფენა-გაყიდვის პარარელურად ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები – „არგინეთი“, „მერმისი“, „ხიხანი“, „ბერმუხა“  წარმოადგენენ სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ღონისძიება დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობით და შეჯიბრით. საღამოს დაუკრავენ მუსიკალური ბენდები Sound lab, Groovephonics და DJ: Chiki/Rezi.
კემპინგის მოყვარულთათვის ფესტივალის ფარგლებში ერთი დღით გამოიყოფა ხულოს მუნიციპალიტეტის სტადიონის ტერიტორია, საიდანაც სტუმრები დატკბებიან ულამაზესი არგინეთის ხედით.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!
დეტალური ინფორმაციისთვის:
თამთა თავართქილაძე – LAG კოორდინატორი, 577 12 34 76, t.tavartkiladze@pmcg.ge