(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგი ჩატარდა

2019 წლის 29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულოს პროექტის ოფისში, ბიზნეს მენეჯმენტის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის იყო განკუთვნილი. ტრენინგის ფორმატი მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კონსულტაციებს ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ისეთ თემები, როგორიცაა მეწარმეობა, ოპერაციული მენეჯმენტი, პროექტის მენეჯმენტი, ფინანსების მოძიება, გადასახადები და პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განსაზღვრა. ტრენინგს PMC RC-ის კონსულტანტები ალექსანდრე მიქელაძე და ნინო ხატისაშვილი უძღვებოდნენ. 
ტრენინგში მონაწილეობა ჯამში 25 ბენეფიციარმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დავალებებში. ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგის მეორე ეტაპი სექტემბერში ჩატარდება.  
ტრენინგი ჩატარდა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის დახმარებით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამხოლოდ აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.