(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული:
  • ტურიზმი სოფლად;
  • სოფლის მეურნეობა;
  • კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • კულტურა, ჯანდაცვა,  განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
  • არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
სოფლის განვითარების წინამდებარე საგრანტო კონკურსი ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მთლიან ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. გრანტები ხელმისაწვდომია საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს პროექტებისთვის.
სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მაქსიმალური თანხა თითოეულ პროექტზე:
  • კომერციული პროექტისთვის 2,000-დან 60,000 ევრომდე (ექვივალენტი ლარში)
  • არა-კომერციული საჯარო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის მერიის პროექტებისთვის 2,000-დან 20,000 ევრომდე  (ექვივალენტი ლარში)
  • არა-კომერციული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროექტებისთვის 2,000-დან 20,000 ევრომდე  (ექვივალენტი ლარში)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა  წარმოადგინონ შევსებული პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2018 წლის1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ორი ფორმით:
  • განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.enpard.khulo@caritas.cz და/ან
  • შევსებული განაცხადის ელექტრონული ვერსია (მაგ. დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით) წარადგინონ ENPARD ხულო ოფისის მისამართზე ტბელ აბუსერიძის #2, სასტუმრო ხულო, Ш სართული.
საგრანტო კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ თანდართული საგრანტო სახელმძღვანელო.  
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა თემში.
პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსების შესახებ, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ, საგრანტო კონკურსის დახურვამდე ENPARD ხულოს ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწეროთ giorgi.abuladze@caritas.cz
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზ www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: www.khulolag.ge  
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.
დანართები: