(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი იწყება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) ახორციელებს, სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგრანტო კომიტეტმა 214 პროექტის იდეა შეაფასა და მათგან შეარჩია 120 იდეა, რომლებიც ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებსა და საკვანძო ამოცანებს პასუხობდა.
სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში, აპლიკანტებმა სრული აპლიკაციის ფორმები უნდა შეავსონ და ENPARD ხულო პროექტის ელ-ფოსტაზე გააგზავნონ. სრული საპროექტო წინადადებების მიღება 2019 წლის 15 აგვისტოდან დაიწყება, ხოლო განაცხადების მიღება შეწყდება 2019 წლის 16 სექტემბერს, 18:00 საათზე.
კონკურსში  მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტებმა სრული საპროექტო წინადადებაელექტრონულად, ქართულ ენაზე – უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტაზე: info.enpard.khulo@caritas.cz; ან  ორიგინალი დოკუმენტი კომპაქტ დისკთან ერთად (ელექტრონულად) წარადგინონ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხულოს ოფისში,  შემდეგ მისამართზე: ტბელ აბუსერიძის ქუჩა #2, სასტუმრო ხულო, III სართული.
საგრანტო კონკურსის დამატებითი პირობები და სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: giorgi.abuladze@caritas.cz ან  info.enpard.khulo@caritas.cz
პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.
ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის დახმარებით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.