(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში დაინეტრესებულ მხარეებთან შეხვედრები გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში დაინეტრესებულ მხარეებთან შეხვედრები გაიმართა

7-11 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისეს წალკააფარგლებში CENN-ის გუნდმა პროექტით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი იყო საზოგადოებისთვის პროექტის შესახებ ინფომაციის მიწოდება და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად სათემო მობილიზაცია.
CENN-მა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) ერთად შეხვედრები გამართა ადგილობრივ ფერმერებთან, ახალგაზრდებთან და ქალთა ჯგუფებთან. 50-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო საკონსულტაციო შეხვედრებში. CENN-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტი და ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG) გაწევრიანების პროცედურები. დამატებით,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა ისაუბრა წალკაში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და სექტორში სავაჭრო შესაძლებლობების შესახებ.
სათემოსაკონსულტაციო შეხვედრების პარალელურად, პროექტმა უმასპინძლა მაღალი რანგის შეხვედრას საქართველოში საბერძნეთის საელჩოს დელეგაციასთან. დელეგაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და კომერციული სექტორის კონსული, დესპინა დაუტაკუ, საქართველოში მცხოვრები ბერძნების ასოციაციის პრეზიდენტი, ევგენია კოტანიდი, საქართველოში საბერძნეთის ელჩის სპეციალური წარმომადგენელი,  გიორგი დიასამიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წალკის მუნიციპალიტეტის ბერძნული თემის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის აქტივობებში ჩართული თემების მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
პროექტის „ეს წალკაა“ მიზანია, წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტი, ადგილობრივ საზოგადოებას გააცნობს სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომასლიდერი რომელიც რეგიონის ქვემოდან-ზმოთ პრინციპით განვითარებას გულისხმობს.
პროექტსეს წალკააევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.