(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში ადგილობრივი რესურსების და საჭიროებების კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში ადგილობრივი რესურსების და საჭიროებების კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს

ქედა. 2-10 ივლისი, 2018 – 160-მდე ადგილობრივი დაინტერესებული პირი, მათ შორის ცხრა თემის 146 წარმომადგენელი, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს 10 წევრი და ქედის მერი დაესწრო 10 სამუშაო შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა ქედის ადგილობრივი რესურსების და საჭიროებების კვლევის პირველადი შედეგების წარდგენას და აღნიშნულ დოკუმენტზე უკუკავშირის მიღებას. სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.
თითოეული შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაციას და დამსწრეთაგან უკუკავშირის მიღებას, რათა მათი მოსაზრებები აისახოს ადგილობრივი რესურსების და საჭიროების კვლევის საბოლოო ანგარიშში. აღნიშნულ კვლევაში შესულია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ორგანიზაციული განვითარების ხარისხი, ადგილობრივი ინტერესები და ინტერესთა ჯგუფები ქედის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. თითოეულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო თემის ათიდან ოცამდე წარმომადგენელი. თემის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ კვლევის შედეგები ძირითადად ასახავს ქედაში არსებულ რეალობას. მათი კომენტარების ნაწილი, რომელიც ეხება კვლევის შინაარსობრივ მხარეს გათვალისწინებული იქნება კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადებისას.
სხვა სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, კვლევამ აჩვენა რომ სფეროები, რომლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გარკვეული გამოცდილება და ხედავს ადგილზე მათი განვითარების პერსპექტივას არის ძირითადად სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. პრობლემის სახით გამოვლინდა სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების მიგრაცია მუნიციპალიტეტიდან. შიდა (მაგ. ბათუმში და თბილისში) და გარე (ძირითადად თურქეთში) მიგრაციის ძირითად მიზეზად სახელდება სწავლის გაგრძელების და შედარებით მაღალანაზღაურებადი სამსახურების ნაკლებობა მუნიციპალიტეტში. სამაგიდე კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტი სოციალური დახმარების მიმღებთა წილით მოსახლეობაში (ქედის მოსახლეობის 27.5%) მეორე ადგილზეა აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ (ხულოს მოსახლეობის 29.8%).
იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა აჩვენებს ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებებს და მათ ხედვას განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, მისი შედეგები გამოყენებულ იქნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის, ისევე როგორც სხვა აქტივობების, მონიტორინგის და შეფასების დაგეგმვისას.
როგორც ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ თქვა „კვლევის შედეგები რეალისტურია და დაგვეხმარება მუნიციპალიტეტში სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ეს კვლევა, როგორც საწყისი მდგომარეობის შეფასება, რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა გამოვიყენოთ ქედაში განხორციელებული პროგრამების შედეგების გაზომვისთვის“.
კვლევა ჩატარდა კვლევის ოთხწევრიანი გუნდის და ცხრა ინტერვიუერის (თითო ინტერვიუერი თითო თემისთვის) მიერ. კვლევა სამკომპონენტიანია და მოიცავს როგორც სამაგიდე, ისე თვისებრივი (სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები) და რაოდენობრივი კვლევის (ინტერვიუერის მიერ ადმინისტრირებული გამოკითხვა) ნაწილს. ჯამში თვისებრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელმა სამოცდაოთხმა ადამიანმა, ხოლო რაოდენობრივმა კვლევამ მოიცვა 292 ადგილობრივი მოსახლე სხვადასხვა თემში.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.