(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა

30 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებები გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, CENN-თან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით.
მრავალფეროვანი პროგრამა უკრაინის ქალაქ კრემენეცთან დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ევროპის წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრობაზრობა. დღის განმავლობაში ქედის მასშტაბით მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები, საბავშვო გასართობი პროგრამები, სამუზეუმო ექსპონანტების, კულინარიული, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და რეწვის ნიმუშების გამოფენები. ღონისძიებების ფარგლებში, საპატიო ქედელების დაჯილდოების ცერემონია და ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
შემოდგომის ფესტივალი, ყოველწლიური ღონისძიებაა და მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციების წარმოჩენისა და ქედის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.