ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური პროექტებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური პროექტებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” ფარგლებში,  ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სოციალური პროექტებისთვის, რომლის მიზანია, პროგრამის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ქედის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუჯობესება, ინოვაციური პროექტების განხორციელება. 
საგრანტო კონკურსი იწყება 2020 წლის  8 ივლისს  და დასრულდება 24 ივლისს 17:00 საათზე. 
საგრანტო კონკურსი მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:
  • ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარება
  • გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტიანობის განვითარება, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე რეაგირება;
  • სოფლის მეურნეობა (გარდა პირველადი პროდუქციის წარმოებისა);
  • განათლება;
  • სოციალური ინფრასტრუქტურა
მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები მიმართული იყოს ქედის მუნიციპალიტეტზე.
დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 ლარს, მაქსიმალური – 180,000 ლარს. 
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
  • საქართველოში რეგისტრირებულ იურიუდიულ პირებს (შპს, სპს, სს და ა.შ);
  • რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო კოოპერატივებს;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ);
  • ქედის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებს;
  • ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო/სააღმზრდელო დაწესებულებებს;
აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ  ერთი განაცხადის წარმოდგენის უფლება 
განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2BMElYY 
საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე,  ელექტრონული ან/და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით. 
განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა და ბიუეჯტი) ელექტრონული ფორმით ჩაბარემის შემთხვევაში განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grant@kedalag.ge გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის  დასახელება – „საგრანტო კონკურსი 2020“. მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება, ქედის ადგილობრივი განვიტარების ჯგუფის ოფისში შემდეგ მისამართზე: დაბა ქედა ტელა აბუსერიძის 10 დილის 10:00-დან 16:00 სთ-მდე
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 ივლისი 17:00 საათი.
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
პროექტს ახორციელებს CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR) – ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (LAG). 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.