(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მეორე საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისქედა ლიდერიფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებენ 2019 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპსინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი).
კონკურსის პირველი ეტაპი გაიხსნება 29 მაისს და დასრულდება 1 ივლისს 17:00 საათზე.
საგრანტო კონკურსის მიზანია, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  მუნიციპალიტეტის თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:
  • სოფლის მეურნეობა, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოება, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;
  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (საოჯახო ტიპის სასტუმროს მოწყობა დაფინასდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში);
  • არასასოფლო სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობა;
  • განათლება, კულტურა, სპორტი;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
  • სოციალური-არაკომერციული საქმიანობა (კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა).
კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული, ისე სოციალური პროექტებისთვის.
კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ან გეგმავენ განხორციელებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე grant@kedalag.ge ან მოიტანეთ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2019 წლის 1 ივლისს, 17:00 საათამდე.
განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: kedalag.ge

 

დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
  • +995 599 189 269
  • +995 577 104 833
  • +995 514 401 001
გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
I ეტაპიინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი)
II ეტაპისრული განაცხადის წარდგენა
III ეტაპისაგრანტო განაცხადის დამტკიცება
პირველი ეტაპის  წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2019 წლის 30 ივლისამდე.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.