(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი პარტნიორები ეწვივნენ

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი პარტნიორები ეწვივნენ

16-20 აპრილის პერიოდში, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) სამუშაო ვიზიტით პარტნიორი ორგანიზაციის – ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) წარმომადგენლები ეწვივნენ.
ÖIR 1957 წელს დაფუძნებული რეგიონული დაგეგმარების მიმართულებით მომუშავე  ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში LEADER-ის მიდგომის განხორციელების პროცესში არის ჩართული კონსულტანტად. საქართველოში, CENN-თან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ÖIR ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს უწევს კონსულტაციას სტრატეგიის შემუშავების, ორგანიზაციის გაძლიერებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.
ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორებმა იმსჯელეს პროექტის მსვლელობაზე. ქედის LAG-ი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ ევროპულ გამოცდილებასა და  ავსტრიული LAG-ების ფუნქციონირების თავისებურებებს გაეცნო და მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები. აგრეთვე, გაიმართა ვორქშოპი თემატური მიმართულებების დახვეწისა და სტრატეგიის შემუშავების შემდგომი ეტაპების დასაგეგმად.  
შეხვედრების დროს, LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს SWOT ანალიზის შედეგები თემატური მიმართულებების მიხედვით და გამოკვეთეს რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი უკვე ზაფხულისთვის გეგმავს სტრატეგიის დასრულებას და პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.