(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცდა

05.09.2018. ქედა, აჭარასოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობასწორედ აღნიშნული მიმართულებებია წარმოდგენილი ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ დამტკიცდა.
სტრატეგიის დამტკიცებამდე, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ადგილობრივი თემებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობისათვის. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად საჯარო განხილვები დოკუმენტის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამართა. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველმა საბჭომ განხილვების შედეგად მიღებული შენიშვნები და კომენტარები საბოლოო დოკუმენტში ასახა. შეხვედრების დროს, საზოგადოებას ასევე გააცნეს ინფორმაცია დაგეგმილი საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადდება ევროკავშირის ENPARD პრორამის ფარგლებში.
ქედის ადგილობრივი განვითარების სტარეტგია ხელმისაწვდომია გადმოწერისათვის ვებგვერდებზე www.enpard.ge და www.kedalag.ge   
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.