(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის მწვანე ბანაკი მოეწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის მწვანე ბანაკი მოეწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის პროექტისქედა ლიდერიფარგლებში, 25 ივნისი – 4 ივლისის პერიოდში, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა.
10 დღის განმავლობაში, ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, კონკურსისმე ლიდერიფარგლებში შერჩეული 21 მოსწავლე ინტენსიური შემეცნებითგასართობი ბანაკის მონაწილე იყო. გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს თავისუფალი გაკვეთილები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ტყის მდგრადი მართვის, ნარჩენების თანამედროვე მართვის ტექნოლოგიების, წყლის სანიტარიის, ურბანიზაციარეგიონების განვითარების მიმართულებებზე. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს ინდივიდუალურ და სასკოლო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობები გააცნეს და ესაუბრნენ ისეთ კონკურსებზე, როგორიცაა ქვეყნის ყველაზე მასშტაბული გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსი ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, National Geographic საქართველოსა და CENN ის ერთობლივი ფოტოკონკურსიჩვენი ფრთოსანი მეგობრებიდა გლობალური გამოწვევა “The Diamond Challenge” ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.
ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ლაგოდეხის ეროვნულ პარკს სადაც გამოცდილი მოლაშქრეების დახმარებით ისწავლეს ველურ ბუნებაში ქცევის წესები, ჩაუტარდათ გაკვეთილი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შესახებ, რის შემდეგაც, შესაძლებლობა მიეცათ თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ. ლაგოდეხში ყოფნისას ახალგაზრდები შეხვდნენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს და მოისმინეს მათი გამოცდილება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.
ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, საგანმანათლებლო ფორმატში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტების წერის მიმართულებით და ისწავლეს როგორ წარმოადგინონ ეფექტურად თავიანთი იდეები და ინიციატივები, დასკვნით დღეს კი, მონაწილეთა გუნდებმა თავიანთი კონკრეტული იდეების პრეზენტაცია გამართეს. ბანაკის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მწვანე ბანაკის კურსდამთავრებულები გახდებიან და მომავალში მონაწილეობას მიირებენ CENN-ის ახალგაზრდულ ინიციატივებში როგორც ქედაში, ისე მთელ საქართველოში.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.