(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებსთვის ეკონომიკური განვითარების ერთობლივი გეგმა შემუშავდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებსთვის ეკონომიკური განვითარების ერთობლივი გეგმა შემუშავდა

2019 წლის 1 ოქტომბერი, აჭარა – საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების გეგმის განხილვაში. დოკუმენტი ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავდა, ქედასა და ხულოში მიმდინარე ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტებისა და ადგილობრვი განვითარების ჯგუფების აქტიური ჩართულობით. 
ეკონომიკური განვითარების გეგმის მიზანია საერთო ინტერესების რეალიზაცია, მონაწილე მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკური განვითარების საკითხებში კოორდინაციის გაძლერება და ერთობლივი მოქმედება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდა ქეთევან ხუციშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოს სოფლის განვითარებისთვის. შეხვედრის ფარგლებში, პიტერ კორსბიმ, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა ისინი გახდნენ ფასილიტატორები ეკონომიკური განვითარებისა და სამუშოების შექმნისთვის ადგილობრივ დონეზე. 
შეხვედრისას მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ადგილობრივი ეკონომიკური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესები, ადგილობრივი ეკონომიკის მიმოხილვა და SWOT ანალიზი,  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ხედვა, მიზნები და აქტივობები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე გაიმართა დისკუსიაც. 
შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და სავაჭრო- სამრეწველო პალატის და ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები. 
ღონისძიების ბოლოს, პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილე  ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სერთიფიკატები გადაეცათ.  
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge