ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ზემო აჭარის ბიზნესფორუმს გამართავენ
აჭარა. 3-4 თებერვალი 2021 – ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) ზემო აჭარის ბიზნესფორუმს “Invest in Mountainous Ajara” გამართავენ. ღონისძიება ევროკავშრის ENPARD-ის პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ ფარგლებში, განმახორციელებელი ორგანიზაციების CENN-ის და ჩეხეთის კარიტასის ორგანიზებით და Startup Buro-სთან პარტნიორობით გაიმართება.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესურთიერთობების გაფართოებას და ზოგადად ზემო აჭარაში ინვესტიციებისა და ინოვაციების სტიმულირებას.
ღონისძიება ორ მთავარ მიმართულებას ეფუძნება: სოფლის მეურნეობას და ტურიზმს. ღონისძიების ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიები და წინასწარ ორგანიზებული ბიზნეს (B2B) შეხვედრები.
ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ზემო აჭარის ინოვაციურ და წარმატებულ ბიზნესინიციატივებს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში. ფორუმის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ზოგადად ზემო აჭარის ეკონომიკური პოტენციალი, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
Covid-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბიზნეს ფორუმი გაიმართება ონლაინ, Invest in Mountainous Ajara, Zoom-ის პლატფორმაზე და Keda LEADER-ის facebook გვერდზე.
ფორუმის ლაივსტრიმი უზრუნველყოფილი იქნება ქედა LAG-ის Facebook გვერდზე: