(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მორიგი საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მორიგი საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად, აცხადებს საგრანტო კონკურსს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
საგრანტო კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
საგრანტო კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო.
განაცხადის ფორმები და საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.kazbegilag.ge  
შევსებული განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 ოქტომბერი 17.30 საათი.
განაცხადი მიიღება მხოლოდ ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზე:
დ. სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას ქ. #1 – ფიფლ  ინ ნიდ-ის ყაზბეგის ოფისი.
ასევე პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სამუშაო დღეებში და მიიღონ კონსულტაცია ყაზბეგის ოფისის თანამშრომლებისგან: დ. სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას ქ. #1.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.enpard.ge, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ვებ გვერდზე: www.kazbegilag.ge, „ფიფლ ინ ნიდ“ ვებ-გვერდსა www.pin.ge,  ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) ფეისბუქის გვერდზე (Local Action Group Kazbegi– ყაზბეგის განვითარების ჯგუფი – L A G) და , „ფიფლ ინ ნიდ“ ფეისბუქის გვერდზე (People in Need Georgia).
პროექტი„ სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამახორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამეფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
დანართები: