(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოშიფარგლებში, ორგანიზაციაფიფლ ინ ნიდ“, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად, აცხადებს საგრანტო კონკურსს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
საგრანტო კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციოეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
საგრანტო კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო.
შევსებული განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 თებერვალი 17.30 საათი. განაცხადი მიიღება მხოლოდ ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზე: . სტეფანწმინდა, ვაჟაფშაველას . #1 – ფიფლ  ინ ნიდის ყაზბეგის ოფისი.
ასევე პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სამუშაო დღეებში და მიიღონ კონსულტაცია ყაზბეგის ოფისის თანამშრომლებისგან მისამართზე: . სტეფანწმინდა, ვაჟაფშაველას . #1 ან ტელეფონით.
საკონტაქტო ტელეფონები:
  • ნინო ალიბეგაშვილი – 595 880 063 პროექტის ასისტენტი
  • ნანა ავსაჯანიშვილი – 558 269 604 საველე კოორდინატორი
  • შოთა საბაური – 591 021 954 საველე კოორდინატორი
  • ტარიელ ქარელიძე – 595 177 079 პროექტის ოფიცერი
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე www.enpard.ge , ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: www.kazbegilag.ge, „ფიფლ ინ ნიდვებგვერდსა www.pin.ge,  ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) ფეისბუქის გვერდზე (Local Action Group Kazbegi– ყაზბეგის განვითარების ჯგუფი – L A G) და , „ფიფლ ინ ნიდფეისბუქის გვერდზე (People in Need Georgia).
პროექტისოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოშიარის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
იხილეთ თანდართული მასალები: