(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG-იმ თეთრიწყაროში ახალგაზრდული ღონისძიება მოაწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით RDFG-იმ თეთრიწყაროში ახალგაზრდული ღონისძიება მოაწყო

2018 წლის 7 სექტემბერს, ორმოცდაათამდე ქარველმა და ევროპელმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ ახალგაზრდულ ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შედგა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა თეთრიწყაროს ახალგზრდებისთვის ევროპული ღირებულებებისა და კულტურის გაცნობას და ინფორმაციის მიწოდებას იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ ევროკავშირი სთავაზობს როგორც ERASMUS-ის, ისე RDFG-ის მიერ განხორციელებული ENPARD-ის პროექტის ფარგლებში.
ღონისძიება შედგა ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, ევროკავშირის ERASMUS + ის პროექტთან თანამშრომლობით, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ ახორციელებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ლატვიიდან და ჰოლანდიიდან ERASMUS + ის პროგრამის ფარგლებში ჩამოსული EVS მოხალისეები. ევროპელმა მოხალისეებმა RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის წევრებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგზარდებისთვის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები დაგეგმეს.
„დღეს თეთრიწყაროში ჩამოვედით იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალაგზრდებს შევხვედროდით და მათთვის ჩვენი კულტურა და ევროპული ღირებულებები გაგვცენო და ერაზმუსისა და EVS პროგრამების შესახებ ინფრომაცია მიგვეწოდებინა. არ ველოდი, რომ ასეთი აქტიური ახალგზარდები დაგვხვდებოდნენ, რომლებიც ჩვენს ყველა აქტივობაში ჩაერთვნენ და მიხარია, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გამოგვივიდა.“- ამბობს მიშელი, EVS მოხალისე ჰააგის ახალგზრდული ორგანიზაციიდან.
ღონისძიება თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრიდან დაიწყო, სადაც RDFG_ის წარმომადგენლებმა ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების პროექტის შესახებ მიაწოდებს ინფორმაცია, რომელსაც RDFG აღნიშნული ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ახორციელებს და ახალგაზრდებს საკუთარი თემის განვითარებაში რთავს. ევროპელმა მოხალისეებმა კი პრეზენტაციებითა და სხვადასხვა თამაშებით ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყანა და კულტურა გააცნეს, რის შემდეგაც თეთრიწყაროს პარკში გადაინაცვლეს, სადაც მათთვის უმარავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს.   

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი აქტივობები იშვიათად ტარდება ქალაქში და სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდები მოკლებულები არიან მსგავს შესაძლებლობებს. ეს ღონისძიება მათ ახალი მეგობრებისა და ახალი ცდონის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.“- აღნიშნავს ფატი შავაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი.
RDFG-ი თეთრიწყაროს ახალგაზრდებისათვის მსგავსი აქტივობების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), აგრო-ტექნოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT) პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.