(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხულოს ადგილობრივ განვითარების ჯგუფს ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პოტენციური წევრები ესტუმრნენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხულოს ადგილობრივ განვითარების ჯგუფს ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პოტენციური წევრები ესტუმრნენ

2019 წლის 25-26 აგვისტოს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პოტენციური წევრები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მობილიზების, სტრუქტურირების და აღმასრულებელი საბჭოს ჩამოყალიბების მიმართულებით. 
ხულოს განვითარების ჯგუფის წევრებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს LAG-ის ფორმირების მიმართულებით და ამომწურავად უპასუხეს სტუმრების დასმულ შეკითხვებს. 
აგრეთვე, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პოტენციურმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ხულო FEST-ში. გაეცნენ დაგეგმვის და ორგანიზების საკითხს და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს LAG-ის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. 
ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG)  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge