(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მონაწილეთათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მონაწილეთათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 11-12 ივნისი, დედოფლისწყარო – საპროექტო წინადადების მომზადება და ბიზნეს გეგმის შემუშავება იყო იმ ტრენინგის ძირითადი თემები, რომელიც ENPARD-ის სოფლის განვითრების პროექტის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ტრენინგის განმავლობაში 36 საგრანტო კონკურსის მონაწილემ აიმაღლა უნარები და კვალიფიკაცია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების, აგრეთვე განხორციელბული ანალიზის მართებულად ფორმულირებისა და პრეზენტაციის ტექნიკების მიამრთულებით.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო ბიზნეს გეგმისა და საგრანტო წინადადების შედგენის  სპეციფიკის საკითხებში პრაქტიკული უნარების განვითრება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის ბენეფიციარებისთვის. ტრენიგნი შემუშავებული იყო საგრანტო კონკურსის იმ მომაწილეთა საჭიროებებზე დაყრდნობით, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი და გადავიდნენ მესამე, პროექტების ტექნიკური შეფასების ფაზაში.
ტრანინგის პროგრამა მოიცავდა შედმდეგი სახის ძირითად საკითხებს: პროექტის იდეის განსაზღვრისა და ჩამოყალობების ტექნიკა; პროექტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შემუშავება; პროდუქტის/მომსახურების დიზაინი; მომხმარებელთა მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიკაცია და მათი საჭიროებების, მოთხოვნისა და მოლოდინის ანალიზი; წარმოებისა და/ან ოპერაციული პროცესის დეტალური ანალიზი და დიზაინი; ლოგისტიკისა და საჭირო რესურსების შესყიდვა/განაწილების სისტემის დაგეგმარება; ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ადამიანური რესურსების მართვა – ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, სამუშაოს ანალიზი და სამუშაო აღწერილობა, თანამშრომელთა კომპენსაციისა და მოტივაციის სქემების განსაზღვრა; ფინანსური ანალიზი: ფულადი სახსრების მოძრაობის, მოგება-ზარალის უწყისები და ბიუჯეტირება; რისკების ანალიზი და მართვის სისტემის ჩამოყალიბება; პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფა.
ტრენინგის განმავლობაში გადაცემული ცოდნის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, სასწავლო პროცესი დაყოფილი იყო სამ ძირითდ ეტაპად: ტრენინგის ჩატარებამონაწილეთათვის თეორიული ინფორმაციის მიწოდება ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით; ბიზნეს გეგმის შემუშავების პრაქტიკული დავალება საგრანტო კონკურსის მონაწილეები აგროვენებ საჭირო ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობით დამოუკიდებლად წერენ ბიზნეს გეგმას თავიანთ პროექტებზე; პრაქტიკული მეცადინეობა, რომლის განხორციელება დაგეგმილია 2018 წლის ივნისის ბოლოს. პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში საგრანტო აპლიკანტები მიიღებენ რჩევებს მათ მიერ შემუშავებული ბიზნეს გეგმების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული აქტივობის განმავლობაში ტრენერი მიაწოდებს დამატებნით ინფორმაციას, იმ კითხვებზე, რომელიც მონაწილეებს გაუჩნდათ ბიზნეს გეგმებზე ინდივიდუალური მუშაობის დროს.
ტრენინგის პარალელურად, პროექტმა დაიქირავა დამოუკიდებელი ექსპერტები მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, ტურიზმისა და ბიზნესის დივერსიფიკაციის სფეროებში. აღნიშნული ექსპერტები დაეხმარებიან მონაწილეებს იმ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ეფექტიანი და რეალობაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმის შედგენისა და, მომავალში, შესაძლო რისკების თავიდან აცილების პროცესში.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
პროექტის დახმარებით შემუშავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი და საგრანტო განაცხადების შეფასების კომისია. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის 10 წარმომადგენელი გაემგზავრა რუმინეთში, განხორციელებული პროექტების გასაცნობად და გამოცდილების მისაღებად. საპროექტო განაცხადის შემუშავების ტრენინგის შემდეგ მიღებული 70 სრული განაცხადიდან, წინასწარ შემუშვებული და დამტკიცებული შეფასების მექანიზმზე დაყრდნობით, შერჩეული იყო 36 წარმატებული პროექტი. ტექნიკური შეფასების ფაზის დასრულებისა და საბოლოო ბიზნეს გეგმების წარმოდგენის შემდეგ დაიწყება პროექტების განხორციელება.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge