(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საკითხებზე რეგიონული შეხვედრები გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საკითხებზე რეგიონული შეხვედრები გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საკითხებზე რეგიონული შეხვედრები გაიმართება ქვემო ქართლში (7 მარტი, რუსთავი), შიდა ქართლი (9 მარტი, გორი), სამცხე-ჯავახეთი (16 მარტი, ახალციხე), სამეგრელო-ზემო სვანეთი (21 მარტი, ზუგდიდი), გურია (22 მარტი, ოზურგეთი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (23 მარტი, ბათუმი), იმერეთი (26 მარტი, ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (27 მარტი, ამბროლაური), მცხეთა-მთიანეთი (28 მარტი, მცხეთა), კახეთი (2 აპრილი, თელავი).
შეხვედრების მიზანია, საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკის დღის წესრიგის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინფორმირება და მხარდაჭერა მდგრადი განვითარების ეფექტური მიდგომების დანერგვაში.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას, სამოქალაქო და სათემო მონაწილეობისა  და სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების, მათ შორის თემზე დამყარებულ ადგილობრივ განვითარებაში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის მნიშვნელობას. მონაწილეები, თემატურ ექსპერტებთან ერთად, იმსჯელებენ ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე, მათ შორის – ტყეების მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება სოფლად.
შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის ორგანიზებით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი 2013-2019 წლების ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი, 599196907, sophie.tchitchinadze@undp.org