(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსი იწყება


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში
, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი აცხადებს მესამე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. 
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:
  • გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება;
  • სასოფლოსამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა;
  • სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც  ემსახურება განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში სიახლეების დანერგვასა ან/და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას.  სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებსაიტზე (http://tetritskarolag.ge/strategy-ge/) ან მიიღოთ RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
საგრანტო კონკურსი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 
საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60,000 და მინიმუმ 1,000 ევროს (ექვივალენტი ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. საგრანტო კონკურსში სავალდებულოა თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა განსხვავდება აპლიკაციის სახეობის მიხედვით:
  • სოციალური პროექტები – პროექტის საერთო ღირებულების 10%
  • სამეწარმეო პროექტები – პროექტის საერთო ღირებულების 30%
  • საჯარო სექტორის პროექტები – პროექტის საერთო ღირებულების 40%
პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2019 წლის 22 ივლისის, 18:00 საათამდე
განაცხადები მიიღება ორი ფორმით: 
  1. განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: http://tetritskarolag.ge/forma/ და
  2. განაცხადების ჩაბარება ნაბეჭდი სახით, შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისი, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. ამობეჭდილი სახით განაცხადების წარდგენის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ელექტრონული ვერსიაც (მაგ. დისკზე ჩაწერილი ან მეხსიერების ბარათით). ელექტრონული და ნაბეჭდი ვერსიების იდენტურობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. 
ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება!
პროექტის იდეის განცხადების ფორმები და მისი შეფასების კრიტერიუმები ხელმისაწვდომია როგორც თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებსაიტზე (http://tetritskarolag.ge/forma/), ისე RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, ზემოხსენებულ მისამართზე.
საგრანტო კონკურსთან, მათ შორის პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსებისა და ჩაბარების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიმართება ღია კარის დღეები, შემდეგი განრიგით:
მდებარეობა
თარიღი
დრო
ქ.თეთრიწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზი
9 ივლისი 2019 წ.
11:00 – 13:00
სოფ. წინწყარო, ააიპ სათემო ფონდი „კოდორი 2013“-ს ცენტრი
10 ივლისი 2019 წ.
13:00 – 16:00
დაბა მანგლისი, მუსიკალური სკოლა
11 ივლისი 2019 წ.
11:00 – 13:00
კოდის დევნილთა კომპაქტური დასახლება, სათემო განათლების ცენტრი
12 ივლისი 2019 წ.
13:00 – 16:00
სოფ. ჯორჯიაშვილი, RDFG-ის ოფისი
15 ივლისი 2019 წ.
13:00 – 16:00
პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსების შესახებ, განმცხადებლებს ტექნიკური კონსულტაციების მიღება ასევე შეეძლებათ საგრანტო კონკურსის დახურვამდე, RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 599 847857 ან/და მოგვწერონ tetritskarolag@gmail.com enpard@rdfg.ge 
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, ხშირად დასმული კითხვები, განთავსდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებსაიტზე www.enpard.ge  თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებსაიტზე: www.tetritskarolag.ge და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის RDFG-ის ვებსაიტზე: www.rdfg.ge
პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი (VVTG). 
დანართები:
საპროექტო განაცხადის ფორმა
იდეის შეფასების ფორმა
ხშირად დასმული კითხვები