ევროკავშირის მხარდაჭერით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის მხარდაჭერით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აცხადებს საგრანტო კონკურსს: „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“. კონკურსის მიზანია სწრაფი რეაგირება მოახდინოს და უპასუხოს იმ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დადგა საქართველო კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული “COVID-19” პანდემიის შედეგად.
საგრანტო კონკურსი იწყება 28 მარტს  და დასრულდება 6 აპრილს 18:00 საათზე. 
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭრას, რომლებიც ორიენტირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე: 
  • ონლაინ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
  • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის ვირუსთან დაკავშირებით უსაფრთოხების წესებთან მიმართებაში 
  • მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა 
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
  • ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა 
მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები მიმართული იყოს წალკის მუნიციპალიტეტზე.
პროექტის ეს წალკაა  მიერ გაცემული ერთი გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს  3,000 ევროს ექვივალენტს ლარში
განაცხადების წარმოდგენა შეუძლია საქართველოში მოქმედ შემდეგ ერთეულებს: 
  • საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებები 
  • სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საინიციატივო ჯგუფები
  • კოოპერატივები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები
აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ  ერთი განაცხადის წარმოდგენის უფლება. 
განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე:  https://bit.ly/3428rlf
საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე.
განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა, სამოქმედო გეგმა და ბიუეჯტი) ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: vacancy@cenn.org. გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის  დასახელება – საგრანტო კონკურსი: ახალი გამოწვევები –  ახალი შესაძლებლობები (წალკა).
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2020 წლის 6 აპრილი, 18:00 საათი. 
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
წინამდებარე საგრანტო კონკურსთან  დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ  ნინო თევზაძეს: nino.tevzadze@cenn.org
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.