ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA), წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) პარტნიორობით, წალკის მუნიციპალიტეტში პირველ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და ადგილობრივი თემების კეთილდღეობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) პრიორიტეტების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით.  
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება როგორც კომერციული (არასასოფლო–სამეურნეო და სასოფლო–სამეურნეო), ასევე სოციალური და საგანმანათლებლო მიმართულებების ინიციატივები. 
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს შემდეგ სუბიექტებს: საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო კოოპერატივებს; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია და სხვ.); წალკის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს; წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს.
საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
I ეტაპი – საპროექტო იდეის წარდგენა 
II ეტაპი – ტრენინგი საპროექტო განაცხადის შემუშავებაზე 
III ეტაპი – სრული საპროექტო განაცხადის წარდგენა / მონიტორინგი
IV ეტაპი – გასაუბრება
V ეტაპი – პროექტის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება.
კონკურსის პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ საპროექტო იდეის განაცხადის შევსებული ფორმა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 20 აპრილი, 2020 წ. 18:00 სთ. 
განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2wOCPmP 
კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. განმცხადებელმა, საპროექტო იდეის ფორმა უნდა ჩამოტვირთოს www.tsalkalag.ge  ვებ-გვერდიდან, შეავსოს ელექტრონულად და გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: grants@tsalkalag.ge. განაცხადების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. 
საპროექტო იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე. 
ვადაგადაცილებით წარმოდგენილი ან/და ხელით შევსებული საპროექტო იდეები არ მიიღება.
საგრანტო კონკურსით დაფინანსდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც პასუხობს წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და მიმართულებებს.  
საგრანტო კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ მისამართს: www.tsalkalag.ge 
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 551 09 57 71 / +995 599 36 85 65 / +995 595 11 97 03
 
პროექტის ‘ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში’ მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ამასთან, LEADER მიდგომის გამოყენებით ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge 
საკონტაქტო პირები:
  • მელანო ტყაბლაძე, პროექტის „ეს წალკაა“ მენეჯერი, CENN, +995 595 11 97 03, melano.tkabladze@cenn.org  
  • მარი კიკვაძე, კომუნიკაციის ასისტენტი, CENN, +995 577 95 90 20, marie.kikvadze@cenn.org