(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალქალაქის LAG-ის ინიციატივით კახეთში ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარეობს.

ევროკავშირის მხარდაჭერითა და ახალქალაქის LAG-ის ინიციატივით კახეთში ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარეობს.

ბანაკს 15 ახალგაზრდა სტუმრობს ახალქალაქის სხვადასხვა სოფლებიდან, ხოლო ახალქალაქელებს ადგილზე საზოგადოებრივი კოლეჯ “აისის”ქვემო ალვანის ფილიალის სტუდენტები მასპინძლობენ.
ბანაკი 22 ივლისს დაიწყო და 6 დღე გრძელდება. ღირშესანიშნაობების მონახულება, გუნდური თამაშები, საინტერესო ლექციები და ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა, ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია რაშიც ბანაკის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაერთვებიან. პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში ახალგაზრდული აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი  (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)   ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge