(032) 2 293 249‬

ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ევროპარლამენტში გამართულ LEADER კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ევროპარლამენტში გამართულ LEADER კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 წლის 11 აპრილს, ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაში სახელწოდებით „LEADER-ები ადგილობრივი თემის განვითარებისათვის“. კონფერენცია ევროდეპუტატების, „ევროპის თავისუფალი ალიანსის/მწვანეების“ ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი იყო საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის რეფორმის (CAP post 2020) ფარგლებში, LEADER-ის როლისა და 2020 წლისათვის არსებული პერსპექტივების განხილვა.
კონფერენციაზე, RDFG-ის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და საქართველოს სოფლის განვითარების პროცესში, LEADER მიდგომის მნიშვნელობაზე უამბო. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ქართულ და ევროპულ LAG-ებს შორის თანამშრომლობის მნიშნელობას, განსაკუთრებით კი აღნიშნა „ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელისა“ და RDFG-ის წარმატებული პარტნიორობა ENPARD-ის თეთრიწყაროს პროექტის ფარგლებში.
კონფერენციის ძირითადი იდეა გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და LEADER პროექტების განხორციელებაში ჩართული, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ყველაზე აქტიური წევრების შეხვედრა იყო, რათა LAG-ებთან საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის რეფორმის შინაარსი და აქამდე მიღებული გამოცდილება განეხილათ, ასევე გაერთინებულიყვნენ ახალი საპროექტო იდეების ირგვლივ. კონფერენციის პირველი ნაწილი ევროკავშირის წარმომადგენლების გამოსვლებს დაეთმო, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს LEADER-ის ძირითადად დებულებებსა და იმ ცვლილებებზე, რომლებიც რეფორმის მიმდინარეობის პროცესში წესების, პრიორიტეტებისა და მიდგომების მხრივ შეიძლება განხორციელდეს.
აღნიშნულის შემდეგ, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს და არა მხოლოდ განხორციელებული პროექტების წარმატების ისტორიებზე ისაუბრეს, არამედ დებატები გამართეს პროექტების სრულფასოვანი განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ და გასცეს რეკომენდაციები LEADER ინსტრუმენტის გაუმჯობესებისასთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა 70 პირმა მიიღო, მათ შორის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების კოორდინატორებმა,  სოფლის განვითარების თემების ლიდერებმა ლიეტუვიდან, ასევე, წარმომადგენლებმა გერმანიიდან და ხორვატიიდან. RDFG-ის მხრიდან, კონფერენციაში მონაწილება მიიღო ორგანიზაციის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა და სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა.