(032) 2 293 249‬

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ყაზბეგში საგრანტო კონკურსის საპროექტო იდეების დაფიქსირება დაიწყო

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ყაზბეგში საგრანტო კონკურსის საპროექტო იდეების დაფიქსირება დაიწყო

2018 წლის 5 თებერვლიდან, ყაზბეგში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსისთვის საპროექტო იდეების დაფიქსირება დაიწყო.
პროექტს „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „People in Need“ (“პინ“) ახორციელებს. 
საპროექტო განაცხადის წარდგენის მსურველებისათვის 5 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დაინტერესებულმა პირებმა ან ჯგუფებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი იდეა. ცხელი ხაზის ნომერია 591 800 582 და მუშაობს სამუშაო დღეებში 10.00-დან 18.00 საათამდე.
ასევე პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლია მიიღონ კონსულტაცია ყაზბეგის ოფისის თანამშრომლებისგან მისამართზე: დ. სტეფანწმინდა, ვაჟა-ფშაველას ქ. #1 ან ტელეფონით.
საკონტაქტო ტელეფონები:
  • ნინო ალიბეგაშვილი – 595 880 063 პროექტის ასისტენტი
  • ნანა ავსაჯანიშვილი – 558 269 604 საველე კოორდინატორი
  • შოთა საბაური – 591 021 954 საველე კოორდინატორი
  • ტარიელ ქარელიძე – 595 177 079 პროექტის ოფიცერი
აქვე გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსი 2018 წლის 19 თებერვალს გამოცხადდება. კონკურსის მიზანია ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ყაზბეგის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ყაზბეგში ცხოვრების სტანდარტის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.  
თუ ხართ დაინტერესებული მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ საგრანტო კონკურსში, გაეცანით თანდართულ პრიორიტეტების დოკუმენტს და საგრანტო სახელმძღვანელოს საიდანაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას საგრანტო კონკურსის მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ.