ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 100 მეტ თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარდა

ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 100 მეტ თანამშრომელს ტრენინგები ჩაუტარდა

25.12.2019 – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგების მეორე მოდული განახორციელა. სასწავლო გეგმით გათლისწინებულ კურსებს – ლიდერობა და საჯარო გამოსვლები, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, ადამიანური რესურსის მართვა და პროფესიული ინგლისური ენა – 100 ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ოთხთვიანი სწავლება წარმატებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
ტრენინგები სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. კურსების შერჩევა სამინისტროს თანამშრომლებთან კონსულტაციების შედეგად მოხდა, პროფესიული კუთხით მათი ცოდნის გაღრმავების მიზნით. მონაწილეებმა სასწავლო მოდულს დადებითი შეფასება მისცეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის თანამშრომლების გადამზადება იმ რეფორმის გამო გახდა აუცილებელი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. ტრენინგების ჩატარება სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში მიმდინარე FAO-ს პროექტის, სახელწოდებით – „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს“. ტექნიკური დახმარების პროექტი საშუალებას აძლევს სამინისტროს თaნამშრომლებს, ტექნიკური და პროფესიული ცოდნა და უნარები გაიუმჯობესონ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge