(032) 2 293 249‬

ევროკავშრის მხარდაჭერით ახალქალაქის განვითარების სტრატეგია შემუშავდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქის განვითარების სტრატეგია შემუშავდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ ფარგლებში ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი შემუშავებულია საკონსულტაციო პროცესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სექტორში მოქმედი ადგილობრივი მოსახლეობის, თემების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების ფართო წარმომადგენლობითა და ჩართულობით. სტრატეგიის შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG),  რომელიც 30 წევრისგან შედგება.
სტრატეგია ასახავს ადგილობრივ გამოწვევებს და ყურადღებას ამახვილებს მომავალი განვითარების შესაძლებლობებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებითა და სპეციფიური სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი ინტერვენციების მეშვეობით.
ახალქალაქის განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზანია: ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება, ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაცია და მუნიციპალიტეტის გადაქცევა უკეთეს საცხოვრებელ ადგილად
ამის მისაღწევად, სტრატეგია აყალიბებს შემდეგ ძირითად ამოცანებს:
  • ადგილობრივი შემოსავლის გაზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
  • სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
  • ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალის გაფართოებას, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციასა და მხარდაჭერას.
  • მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვას.
“რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და ზრდისთვის აუცილებელია წამყვანი მიმართულებების გამოვლენა და შესწავლა, რომელიც ზუსტად არის ასახული აღნიშნულ დოკუმენტში. აუცილებელია, ადგილობრივი პოტენციალის გამოვლენა, რათა ამის საფუძველზე მოხდეს საგრანტო წინადადებების დაფინანსება” – განაცხადა ადგილობრივი განვითარების ხელმძღვანელმა მახარე მაცუკატოვმა.
ახალაქალაქის განვითარების სტრატეგია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://akhalkalakilag.ge/development-strategy/.
პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD/GIPA) მიერ. პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.