(032) 2 293 249‬

ევროპელი ექსპერტები საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს გამოცდილებას უზიარებენ

ევროპელი ექსპერტები საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს გამოცდილებას უზიარებენ

6-9 ივნისი, წყალტუბო – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ასოციაციის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ევროპული სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც წყალტუბოში 6-9 ივნისს გაიმართა. სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ასოციაციის პოლიტიკის გაცნობა LAG-ების პოზიციის შესახებ, LEADER- მიდგომის ეფექტიანი განხორციელებისათვის, რათა მოხდეს ქართული სოფლის განვითარების გამოწვევების მოგვარება და ასოციაციის ინსტიტუციონალური მდგრადობა.
ევროკვაშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი  და საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი შეხვდნენ და გაესაუბრნენ სემინარის მონაწილეებს. სტუმრები მიესალმნენ  LAG-ის წარმომადგენლებს და აღნიშნეს, რომ ისინი ემსახურებიან მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა გადაუხადეს მათ, ჩართულობისთვის და აქტიური მონაწილეობისთვის სოფლის განვითარებაში.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ სოფლის განვითარების ევროპული LEADER ასოციაციის, სლოვაკეთის, ესტონეთის და შვედეთის წარმომადგენელი ექსპერტები. შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა: ასოციაციის პოლიტიკის დოკუმენტის მიმოხილვა და დისკუსია ცვლილებების შესახებ, პოლიტიკის დოკუმენტის გავრცელება და ასევე ასოციაციის ფინანსური მდგრადობის მოდელის შექმნა.
სამუშაო შეხვედრაზე  ასოციაციის წევრებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ერთად განიხილეს ასოციაციის პოლიტიკის დოკუმენტი და მისი შინაარსი. სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის წარმატებული განხორციელების გასაგრძელებლად და ძალების შესაკავშირებლად, ასოციაცია მნიშნელოვნად მიიჩნევს, ხელისუფლების მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების და ასოციაციის ოფიციალურად აღიარებას, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. საქართველოში მოქმედი LAG-ები, როგორც დაინტერესებული მხარეები, საქართველოს  სოფლის და ადგილობრივი განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი, მათი ცოდნის, გამოცდილების, ისევე როგორც ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ქსელების გამოყენების გზით.
ცალკე სესია მიეძღვნა ჯგუფურ მუშაობას, სადაც მონაწილეები დაიყვნენ სამ სამუშაო ჯგუფად შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად: LEADER მიდგომის ადვოკატირება სხვა პოლიტიკასთან მიმართებაში და ასოციაციის პოლიტიკის დოკუმენტის გავრცელების ღონისძიებების განსაზღვრა.
დამატებით, შვედმა და სლოვაკმა ტრენერებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომელიც ეხებოდა შიდა მონიტორინგს და თვითშეფასებას LAG-ში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ძლიერი და მდგრადი ქსელის შექმნისათვის და მათი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
ასევე, ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის “People in Need” ექსპერტებმა წარმოადგინეს ასოციაციის მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც მომავალში LAG-ების მონიტორინგისა და შეფასებისთვის მთავარი დოკუმენტი იქნება.
„ტრენინგის შედეგად უკეთესად შევძლებთ დავგეგმოთ ასოციაციის პოლიტიკის დოკუმენტის სწორი გზით გავრცელება, იმ გზავნილების გამოყენებით, რომლებიც დაგვეხმარება, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი“ – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, შორენა სუჯაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის  (ENPARD) ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მჭიდრო თანამშრომლობის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს:www.enpard.ge.