(032) 2 293 249‬

ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირი წყალტუბოს ესტუმრა

ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირი წყალტუბოს ესტუმრა

შაბათს, 8 ივნისს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში წყალტუბოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ევროპის დღე აღნიშნა.
1500 ადგილობრივი მოქალაქე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, ევროპის დღის აღსანიშნავად შეიკრიბა. ღონისძიება, რომელიც რეგიონებში დაგეგმილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი პირველია, წყალტუბოს პარკში გაიმართა.
წყალტუბოს მოსახლეობას საშუალება მიეცა გაცნობოდა ევროკავშირის ისტორიასა და მრავალფეროვნობას, ასევე საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის კონკრეტულ მაგალითებს და მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა გასართობ და ინფორმატიული ხასიათის აქტივობებში,  დევიზით – „ვაძლიერებთ ერთმანეთს”.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულბელმა პაატა ახალაძემ, საქართელოს პარლამენტის წევრებმა, ცოტნე ზურაბიანმა და დიმიტრი მხეიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, კარლ ჰარცელმა დააჯილდოვა ევროკავშირი-ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისის მიერ ჩატარებული ესეების კონკურსის – „მე ვარ ევროპელი“ გამარჯვებულები.
ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თამაშებსა და შემეცნებით აქტივობებში, ხოლო ახალგაზრდებისთვის გაიმართა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში. ევროპის დღის დაასრულს ჩატარდა კონცერტი სოფო ბათილაშვილის, ბენდი „ნიუტონისა“ და ზურაბ ბოლქვაძის  მონაწილეობით.
ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის მიერ იმერეთის რეგიონში მხარდაჭერილ 10-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და დაეგემოვნებინათ მათი პროდუქცია.
პრე-ისტორია
ევროპის დღე ყოველ წელს, 9 მაისს აღინიშნება. ამ დღეს, 1950 წელს, პარიზში ხელი მოეწერა „შუმანის დეკლარაციას”, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ხედვას, რაც თავის მხრივ გააძლიერებდა მშვიდობას და გამორიცხავდა ევროპის ხალხთა შორის ომის ალბათობას. სწორედ, ეს იდეა დაედო საფუძვლად შემდგომ ევროკავშირის შექმნას,რომელშიც, დღეისათვის გაერთიანებულია 28 ქვეყანა და 508 მილიონი ადამიანი უკვე 60 წელია ცხოვრობს მშვიდიბიანი და ბედნიერი ცხოვრებით.
წელს ევროპის დღე “ვაძლიერებთ ერთმანეთს” დევიზით იმართება, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. ეს წელი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნავს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების 5 წლისთავს.