(032) 2 293 249‬

ევროპის სოფლის განვითარების ქსელი მხარს უჭერს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნას საქართველოში

ევროპის სოფლის განვითარების ქსელი მხარს უჭერს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნას საქართველოში

ბათუმი. 27 ივლისი 2018 – ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ENPARD-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის 35-მდე წარმომადგენელმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სემინარში, ევროკავშირის სოფლის განვითარების ქსელებზე, რომელიც 26-27 ივლისს ბათუმში შედგა. სემინარი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.   
სემინარი მიზნად ისახავდა ცნობადობის ამაღლებას ევროკავშირის სოფლის განვითარების ქსელების მუშაობის შესახებ და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის მომავალ როლზე სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში. სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოფლის ეროვნული ქსელების მიზნებზე, წევრობასა და მართველობის საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნენ ევროპის სოფლის განვითარების ქსელის თემატურ საქმიანობას სოფლის მწვანე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის, სოციალური ინკლუზიურობისა და ახალგაზრდობის ჩართულობის მიმართულებით.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ. სემინარს ესწრებოდა მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების (RDFG, CARE, HEKS-EPER, PIN, GIPA, Mercy Corps, CENN და Caritas-ი) და ევროკავშირის მიერ საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების  (თეთრიწყარო, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ახალქალაქი, ბორჯომი, ქედა და ხულო) 35-მდე წარმომადგენელი. სემინარს უძღვებდა ევროპის სოფლის განვითარების ქსელის (ENRD) წარმომადგენლობითი ორგანიზაციის ანალიტიკოსი, გაია დუქეში.
ENRD შექმნილია ევროპის კომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის მიერ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის განვითარების პროგრამების ეფექტური განხორციელების მხარდასაჭერად; ამ მიზნით, ქსელი უზრუნველყოფს ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის განვითარების მიმართლებით ევროპაში.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის სოფლის განვითარების ქსელის წარმომადგენლობითი ორგანიზაცია. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის გზით“, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.
სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს LEADER მიდგომის უპირატესობებზე, ევროპულ პრაქტიკასა და სამომავლო გეგმებზე. მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაცვალეს საკუთარი რეგიონების უნიკალური გამოცდილება სოფლის განვითარების სხვადასხვა სფეროში.
„ფრიად სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას საზოგადოების აქტიური მონაწილეობით სოფლის განვითარების პროცესის სწორად წარმართვის კუთხით და ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმის შესახებ, როგორიცაა სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელი“ განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა ტიტე აროშიძემ.
სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს LEADER მიდგომის უპირატესობებზე, ევროპულ პრაქტიკასა და სამომავლო გეგმებზე. მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაცვალეს საკუთარი რეგიონების უნიკალური გამოცდილება სოფლის განვითარების სხვადასხვა სფეროში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნის საკითხს, რომელმაც უნდა შეასრულოს ჰაბის ფუნქცია სოფლის განვითარების პოლიტიკის, პროგრამების, პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გავრცელების და მათი გაუმჯობესების მიზნით.
ეს იყო ევროპის სოფლის განვითარების ქსელის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი საქართველოში და წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისი სოფლის განვითარების ქმედითი ქსელის ჩამოყალიბებისთვის საქართველოში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge