(032) 2 293 249‬

FAO აცხადებს კონკურსს ENPARD III-ის ფარგლებში ტექნიკური სპეციალისტების სიის შესადგენად

FAO აცხადებს კონკურსს ENPARD III-ის ფარგლებში ტექნიკური სპეციალისტების სიის შესადგენად

FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს ტექნიკური სპეციალისტების სიის შესადგენად. კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებას როგორც ეფექტური პოლიტიკის შემუშავების, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა (2015-2020) და საქართველოს სოფლის განვითარების (2017-2020) სტრატეგიების ეფექტურად განხორციელების მხრივ; ასევე, მცირე ფერმერებისთვის ექსტენციის მომსახურების გაუმჯობესებას; ფერმერების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას და მუნიციპალურ დონეზე სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
იხილეთ კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია.