გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად. ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.
იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რომელი ტიპის საგრანტო კატეგორიას შეესაბამება თქვენი ინიციატივა, გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე.
ყველა საგრანტო განაცხადის წარდგენა მოხდება შემდეგ პლატფორმაზე. პირველი და მეორე ციკლის დროს მიღებული განაცხადები განხილვის პროცესშია. მესამე საგრანტო ციკლი დაიწყო 6 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. ამ საგრანტო ციკლში FAO შეეცდება შეამციროს განხილვის დრო იმ განაცხადებისთვის, რომლებიც ითხოვენ თანამონაწილეობრივ გრანტს მხოლოდ ტრაქტორისდა მისი იმპლიმენტების შესაძენად.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ: