ENPARD-ის საგრანტო კონკურსი

COVID 19-ის გამო შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ ევროკავშირი საქართველოში, FAO-სთან თანამშრომლობით იწყებს საგანგებო მდგომარეობის საპასუხო პროგრამას 30 ივნისამდე. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს შეიძინონ წვეთოვანი სარწყავი სისტემები 75 %-იანი თანამონაწილეობითი გრანტით, რომლის მაქსიმალური ოდენობაა 5 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად. ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.
დამატებით დოკუმენტებს შეგიძლია გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე: ბროშურა ქართულად, ბროშურა რუსულად, პოსტერი, გრანტის სახელმძღვანელო.
იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რომელი ტიპის საგრანტო კატეგორიას შეესაბამება თქვენი ინიციატივა, გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე.
საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების განრიგი.
ყველა საგრანტო განაცხადის წარდგენა მოხდება შემდეგ პლატფორმაზე. პირველი და მეორე ციკლის დროს მიღებული განაცხადები განხილვის პროცესშია. მესამე საგრანტო ციკლი დაიწყება 2020 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:
პირობები
როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა
საჭირო დამხმარე დოკუმენტები
კატეგორია 1: ზოგადი საგრანტო შესაძლებლობები
კატეგორია 2: სპეციალური საგრანტო შესაძლებლობები
დამატებითი და საკონტაქტო ინფორმაცია
განმახორციელებელი პარტნიორი