(032) 2 293 249‬
Agence Française de Développement (AFD)
AFD წარმოადგენს საფრანგეთის ინკლუზიურ სახელმწიფო ფინანსურ დაწესებულებას, რომელიც საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის მთავარი აქტორია.  AFD საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ბიომრავალფეროვნება, წყალი და ციფრული ტექნოლოგიები, რაც სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG).  2018წელს AFD-ის მიერ განვითარების პროექტების დაფინანსებამ 11.4 მლრდ ევრო შეადგინა. 
ევროკავშირის ‘სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD’ მხარდაჭერით AFD ახორციელებს პროექტს ფინანსური და საექსტენციო სერვისები და კოოპერაციული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის’.
პროექტის ხანგრძლივობა: 4 წელი.
პროექტი ‘ფინანსური და საექსტენციო სერვისები და კოოპერაციული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის’ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში და Agence Française de Développement (AFD) -ის მიერ. პროექტი განხორციელდება  ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის, მერსი ქორფსის, ასოციაციის – სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და Chambre Agriculture de Loiret-ის მიერ.  
აღნიშნული 4-წლიანი პროექტი, 4 მილიონი ევროს მოცულობის ჯამური ბიუჯეტით, მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებაზე საქართველოში. 
პროექტი წარმოადგენს გლობალური პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია მცირე კომერციული ფერმერებისთვის გააუმჯობესოს ფინანსური ჩართულობა და ბაზრებთან წვდომა.   პირველი კომპონენტი დაფინანსდა Proparco-ს,, AFD-ის შვილობილი კომპანიის მიერ, რომელიც ემსახურება კერძო სექტორს იმ აგროკრედიტის ხაზების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფილ იქნა ორი წამყვანი საფინანსო დაწესებულებისთვის საქართველოში.    
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.finexcoop.ge 
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: თორნიკე მეცხვარიშვილი  
  • პროექტის ელფოსტაt.metskhvarishvili@int.frankfurt-school.de 
  • კონტაქტის მობ: +995 599 30 57 58