(032) 2 22 04 26

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობები აქვს აგრო-სექტორში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვა იურიდიულ პირებთანშედარებით? (შპს, სს და ა.შ).

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
• სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივსმართავენდამისსაქმიანობასაკონტროლებენმისიწევრებიდემოკრატიულსაწყისზე, პრინციპით „ერთიწევრი – ერთიხმა“; სხვაორგანიზაციულ-სამართლებრივფორმებშიწევრისხმებისრაოდენობადამოკიდებულიაამორგანიზაციაშიმისწილობრივშენატანზე;
• სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისწევრებსშორისმოგებანაწილდებაკოოპერატივისსასოფლო-სამეურნეოსაქმიანობაშიმათიეკონომიკურიმონაწილეობისპროპორციულად; მოგებაზე ორიენტირებული სხვაორგანიზაციულ-სამართლებრივფორმებშიმოგებანაწილდებაპარტნიორთაწილობრივიშენატანებისპროპორციულად;
• სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისწევრებიუშუალოდმონაწილეობენკოოპერატივისსასოფლო-სამეურნეოსაქმიანობაში; სხვაორგანიზაციულ-სამართლებრივფორმებშიწევრიშეიძლებაუშუალოდარმონაწილეობდესამორგანიზაციისსამეურნეოსაქმიანობაში;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში რესურსების (მიწა, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი) კონსოლიდაციით ხდება ხარჯების შემცირება, რაც იწვევს მოგების გაზრდას;
• ინდივიდუალურ ფერმერთან შედარებით მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეშვეობით ხდება საბითუმო ბაზრის მოთამაშე, რის საფუძველზეც მის მიერ მომსახურების, პროდუქციის, თუ სხვადასხვა საბრუნავი საშუალებების შეძენა ხდება საბითუმო ფასებში; აღნიშნული ხელს უწყობს მისი სტაბილურ მიმწოდებლად ფორმირებას და მის მიერ წარმოებული პროდუქციის უკეთესი პირობებით რეალიზაციას;
გარდა ამისა, მიმდინარე პერიოდში სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივსსხვაიურიდიულპირებთანშედარებითგააჩნიაშემდეგიუპირატესობები:
• საგადასახადო შეღავათები, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მნიშვნელოვნად უმცირებს ხარჯებს;
• სპეციალურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა

სად შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება?

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში, ხოლო რეგიონების დონეზე პირველად ინფორმაციას გასცემენსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები.

რა არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ძირითადი ფუნქცია?

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

• კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება და შეწყვეტა;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონსულტაციების გაწევა;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგის ჩატარება.

არსებობს თუ არა სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან დასაკავშირებელი ცხელი ხაზი?

დაინტერესებულ პირებს, სასურველი ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონის მეშვეობით – ტელ: 231 30 26

ვინ უწევს კონტროლს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ვრცელდება სახელმწიფო კონტროლის ის მექანიზმები (მაგალითად, საგადასახადო და ა.შ.), რაც სხვა მეწარმე სუბიექტებისთვისაა დადგენილი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მქონე სუბიექტების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.
კოოპერატივში, შიდა კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა წევრთა (მეპაიეთა) საერთო კრება, ან/და სამეთვალყურეო საბჭო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რა სახის სახელმწიფო დახმარების/მხარდაჭერის ღონისძიებები არსებობს კოოპერატივებისთვის?

ამ ეტაპისთვის ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროექტი, რომლის საშუალებითაც კოოპერატივებს აგრო-ტექნიკა (საერთო ჯამში 1700 მოტობლოკი და 2000 ხელის სათესი) გადაცემათ შეღავათიან ფასად.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გათავისუფლებულები არიან მთელი რიგი გადასახადებისგან, რასაც მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მოაქვს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეიძლება იყოს გრანტის მიმღები, სხვა მეწარმე იურიდიული პირებისგან განსხვავებით.

2015 წლიდან იგეგმება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა, რაცმიმართული იქნება კოოპერატივების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ.

რა ფინანსური/საგადასახადო შეღავათებია დაწესებული კოოპერატივებისთვის და რა ვადით?

მოგებისგადასახადითდაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა)სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისმიერ „გრანტებისშესახებ“ საქართველოსკანონისშესაბამისადმიღებულიგრანტებიდასასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისწევრისშენატანი (პაი);

მაგალითი: კოოპერატივმა მიიღო გრანტი 15 000 ლარის ოდენობით. კალენდარული წლის ბოლოს, როდესაც მოხდა შემოსავლებისა და გასავლების დაანგარიშება, კოოპერატივი არ გადაიხდის გრანტის სახით მიღებული 15 000 ლარისათვის მოგების გადასახადს (15%).

ბ)2017 წლის 1 იანვრამდესასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისმიერსაქართველოშიწარმოებულისოფლისმეურნეობისპროდუქციისსამრეწველოგადამუშავებამდე (სასაქონლოკოდისშეცვლამდე) პირველადიმიწოდებითმიღებულიმოგება;
მაგალითი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი აწარმოებს ატამს და დაკონსერვებულ ატმის წვენს. დაფასოებული ატმის გაყიდვის შემთხვევაში, მიღებული მოგება არ დაიბეგრება 15 %-ით (მოგების გადასახადით). ხოლო ატმისგან წვენის გამოხდის და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებულ მოგებაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გადაიხდის მოგების გადასახადს – 15%.

 ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:
o 2017 წლის 1 იანვრამდე,სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივსადამისწევრთა (მეპაიეთა) შორისსასოფლო-სამეურნეოსაქმიანობისშედეგადმიღებული, საქართველოშიწარმოებულისოფლისმეურნეობისპროდუქციისმიწოდებაან/დაამსაქმიანობასთანდაკავშირებულიმომსახურებისგაწევა;
მაგალითი: კოოპერატივის წლიური შემოსავალია 100 000 ლარი, აქედან 80 000 ლარს კოოპერატივი იღებს მის მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) რეალიზაციის შედეგად, ხოლო 20 000 ლარს მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის იჯარით გაცემით. 80 000 ლარი არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო 20 000 ლარი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით – 20%-ით დაბეგვრას.

 დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება:
o 2017 წლის 1 იანვრამდე,სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისწევრისმიერამკოოპერატივისგანმიღებულიდივიდენდებიგადახდისწყაროსთანარიბეგრებადადივიდენდებისმიმღებიპირისმიერერთობლივშემოსავალშიარჩაირთვება.
მაგალითი: თუ სხვა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია მიღებული დივიდენდებიდან გადაიხადოს დივიდენდის სახით გასაცემი თანხის 5%, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ დივიდენდის სახით გაცემული თანხა გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი არაა ვალდებული მიღებული დივიდენდი ასახოს თავის ერთობლივ შემოსავალში.

 შესაბამისიდაბეგვრისობიექტისმიხედვითქონებისგადასახადისგანგათავისუფლებულია:
o 2004 წლის 1 მარტისმდგომარეობითფიზიკურიპირისსაკუთრებაშიარსებული 5 ჰექტრამდეფართობისსასოფლო-სამეურნეოდანიშნულებისმიწისნაკვეთები.
შენიშვნა: ამქვეპუნქტითგათვალისწინებულიშეღავათივრცელდებაკომლისწევრისანპირველი/მეორერიგისმემკვიდრისმიერაღნიშნულიქონებისჩუქებით/მემკვიდრეობითმიღების, აგრეთვესასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისმიერწევრებისგან (მეპაიეებისგან) ამქონებისშენატანის (პაის) სახითმიღებისშემთხვევებშიც;
 2017 წლის 1 იანვრამდესასოფლო-სამეურნეოკოოპერატივისსაკუთრებაშიარსებული, სასოფლო-სამეურნეოსაქმიანობაშიგამოყენებულიქონება (გარდამიწისა) დაამავესაქმიანობისათვისმასზელიზინგითგაცემულიმოძრავიქონება;

მაგალითი: კოოპერატივის საკუთრებაშია შენობა, მანქანა-დანადგარები. კოოპერატივი ამ შენობისა და მანქანა-დანადგარებისთვის არ გადაიხდის ქონების გადასახადს.

 სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებისარგებლობენიმსაგადასახადოშეღავათებითაც, რომლებიცსოფლისმეურნეობისსექტორთანმიმართებაშიმოქმედებს.

თუ სოციალურად დაუცველის სტატუსისმქონე პირი გახდება კოოპერატივის წევრი,დაკარგავს თუ არაიგი სოციალურად დაუცველის სტატუსს?

ნებისმიერი პირისთვის,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია (ე.წ. სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება), ხდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მისი ტერიტორიული ერთეულის) მიერ, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, ე.წ. ქულების მიხედვით.თუ კოოპერატივში გაწევრიანების შემდეგ, ასეთი პირისეკონომიკური მდგომარეობის მორიგი შეფასების შედეგად დადგინდება, რომ ქულების რაოდენობა აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, რაც აუცილებელია ფულადი სოციალური დახმარების მიღებისთვის, მაშინ ამ პირს შეუწყდება საარსებო შემწეობა. შესაბამისად, თავისთავად, მხოლოდ კოოპერატივის წევრობაარ ახდენს გავლენას შემწეობის შეწყვეტაზე.ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

უნდა ჰქონდეს თუ არა კოოპერატივს ბეჭედი?

კანონით კოოპერატივისთვის ბეჭდის ქონა სავალდებულო არ არის, თუმცა კოოპერატივს ყოველდღიურ სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ბანკებთან და საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობისას, შესაძლებელია შეექმნასბეჭდის ქონის საჭიროება.ამიტომ, კოოპერატივისთვის ბეჭდის ქონა რეკომენდირებულია.

როგორ დავარეგისტრიროთ კოოპერატივი და მივიღოთ სტატუსი?

კოოპერატივის რეგისტრაციისთვის აუცილებელია მისი დაფუძნება, რაც გულისხმობს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდების, კრების ოქმი) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იგივე საჯარო რეესტრი)წარდგენას და სახელმწიფო რეგისტრაციას, რის შემდეგაც პირი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად განცხადებით მიმართავს სსიპ -სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების განვითარების სააგენტოს.
განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება კოოპერატივის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება;
გ) კოოპერატივის წესდება.

თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას,კოოპერატივისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ფასიანია თუ არა კოოპერატივის დარეგისტრირება/ სტატუსის მინიჭება?

საჯარო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაცია ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 100 ლარს. სადამფუძნებლო დოკუმენტებზე ხელმოწერათა ნამდვილობისდამოწმების საფასურია თითო დოკუმენტზე 5ლარი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება არის უფასო.

შეიძლებათუ არა კოოპერატივის ონლაინ დარეგისტრირება?

დღეისთვის კოოპერატივის ონლაინ დარეგისტრირება შესაძლებელი არ არის.

ვის აქვს უფლება დააფუძნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?

იმისათვის რომ კოოპერატივი დაფუძნდეს და მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, მისი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• წევრი უნდა იყოს 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ექნება პაი;
• ან/და წევრი უნდა იყოს სასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე კოოპერატივი.

შეიძლება თუ არასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გადამამუშავებელი საწარმოს პროფილითდაფუძნდეს?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეიძლება დაფუძდნენ გადამამუშავებელი საწარმოს პროფილით.

ვინ ადგენს კოოპერატივის წესდებას და შესაძლებელია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციის გავლა?

კოოპერატივის წესდებას ადგენენ თავად კოოპერატივის დამფუძნებლები. კოოპერატივის დაფუძნებასთან და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის(წესდება, კრების ოქმი) შედგენასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სსიპ -სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ან/და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნების პროცესის გამარტივების მიზნით სააგენტომ შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის ტიპური წესდების ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოსა (www.acda.gov.ge) და საჯარო რეესტრის (www.napr.gov.ge) ვებ-გვერდებზე.

სავალდებულოა თუ არა წესდების ნოტარიულად დამოწმება?

წესდებაზე დამფუძნებელ წევრთახელმოწერების ნამდვილობის ნოტარიული დამოწმება მხოლოდ მაშინაა საჭირო, თუ ხელმოწერათა ნამდვილობის დამოწმება საჯარო რეესტრში არ ხდება.

მინიმუმრამდენი წევრი უნდა იყოს კოოპერატივში?

იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება- სულ მცირე,3 (სამი) წევრი, ხოლო საქართველოს დაანარჩენ ტერიტორიაზე – სულ მცირე,5 (ხუთი).

შეიძლება თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს კოოპერატივის წევრი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი ვერ გახდება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან კანონით კოოპერატივის წევრი აუცილებელია იყოს საქართველოს მოქალაქე (ანდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნება, თუკი იგი საქართველოს მოქალაქეც არის).

რა პროცედურებია საჭირო ახალი წევრის მისაღებად?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ახალი წევრის მიღების პროცედურაგანისაზღვრება წესდებით ან/და მას ადგენს საერთო კრება. სარეკომენდაციო წესდების მე-5 მუხლში გაწერილია პირის წევრად მიღების წესი.

როდესაც კოოპერატივი იღებს ახალ წევრს,სავალდებულოა თუ არა მეპაიეთა რეესტრში წევრობის ნოტარიულად დამოწმება?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ახალი წევრის მიღებისას, დოკუმენტაციის (მათ შორის მეპაიეთა რეესტრის) ნოტარიულად დამოწმების აუცილებლობა საქართველოს კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული.

მეპაიეთა რეესტრის წარმოების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოს მიერ შემუშავდა მეპაიეთა რეესტრის წარმოების სარეკომენდაციო ხასიათის ინსტრუქცია.

სავალდებულოა თუ არა წესდების შეცვლა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ახალი წევრის დამატებისას?

არ არის სავალდებულო.

შესაძლებელია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში წევრებად გაერთიანდნენ როგორც ოჯახის წევრები,ისე სხვა პირები?

შესაძლებელია.

შესაძლებელია თუ არა ოჯახის წევრებმა შექმნან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები (მათ შორის დამფუძნებლები) შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები.

შესაძლებელია თუ არა პირი ერთდროულად იყოს ორი სხვადასხვა კოოპერატივის წევრი?

შესაძლებელია.

როდის უწყდება კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ:
1.იგი არ ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეოსაქმიანობას;
2. დაცული არაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობის კანონით დადგენილი მინიმუმი;
3. მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია ან გადახდის უუნარობის საქმის წარმოება;
4. დაცული არაა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

უქმდება თუ არა კოოპერატივის სტატუსი, თუკი მეპაიე დატოვებს კოოპერატივს და წევრთა რაოდენობა დარჩება 5-ზე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 3 - ზე ნაკლები?

ეს ქმედება გამოიწვევს კოოპერატივისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეჩერებას, არაუმეტეს 6 თვის ვადით. თუკი მითითებულ ვადაში კოოპერატივში არ გაწევრიანდება ახალი მეპაიე, რაც უზრუნველყოფს კოოპერატივს წევრთა რაოდენობის მინიმალურ ოდენობას, კოოპერატივს შეუწყდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

მინიმუმ რამდენი წევრი უნდა იყოს გამგეობაში?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობაში (დირექტორატში) უნდა იყოს სულ მცირე გამგეობის ორი წევრი (დირექტორი) მაინც.

როგორ ხდება გამგეობის ფორმირება?

გამგეობის წევრებს ირჩევს საერთო კრება 4 წლის ვადით, თუმცა კოოპერატივის წესდებით შესაძლებელია წევრებმა განსაზღვრონ სხვა ვადაც. გამგეობის წევრთა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება კოოპერატივის წესდებით.

უნდა წარადგინოს თუ არა კოოპერატივმა წლიური დეკლარაცია?

ყველა კოოპერატივისთვის სავალდებულოა ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა, ისევე, როგორც სხვა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ესაჭიროება თუ არა კოოპერატივს ბუღალტერი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდირებულია ბუღალტრის არსებობა.

ესაჭიროება თუ არა კოოპერატივს საბანკო ანგარიში?

სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისთვისკოოპერატივისთვის საჭიროასაბანკო ანგარიში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ,არაწევრი პირის დასაქმების (ანუ დაქირავების) შემთხვევაში, დაიბეგრება თუ არა ამ პირის ხელფასი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში არაწევრი პირის დასაქმებისას(დაქირავებისას),ამ პირზე გაცემული ხელფასი არ დაიბეგრება, თუ კოოპერატივის მიერ ამ სასოფლო-საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალ არ აღემატება 200 000 ლარს.

კოოპერატივის მიერ სესხის აღების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნას მეპაეს ქონება?

მეპაიესა ან სხვა მესამე პირის (როგორც ფიზიკური, ასეევე იურიდიული პირის) საკუთრებაში არსებული ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების (მათ შორის სესხის) უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ მეპაიესა, ან მესამე პირის თანხმობის შემთხვევაში.

თუ კოოპერატივმა ვერ დაფარა სესხი, დაკარგავს თუ არა მეპაიე საკუთარქონებას?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი გადახდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კოოპერატივის საკუთრებაში არსებული.

თუ პირს აქვს ბანკის ვალი, შეაფერხებს თუ არა ეს ამ პირის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობას ან/და კოოპერატივის დაფუძნებას?

არ შეაფერხებს.

კოოპერატივიდან წევრის გასვლისას როგორ ხდება პაის სახით შეტანილი ქონების ან/და ფულადი სახსრების უკან დაბრუნება?

საკომენდაციო წესდების თანახმად კოოპერატივიდან გასვლის შესახებ წერილობითი განაცხადის წარდგენის შემდეგ, წევრთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება გასვლის დღისთვის არსებული ბალანსის საფუძველზე. თუ კოოპერატივიდან გასვლა ხდება სამეურნეო წლის განმავლობაში, მაშინ საბოლოო ანგარიშსწორება ხდება ბოლო ბალანსის საფუძველზე. კოოპერატივიდან გასვლისას, წევრის მიერ კოოპერატივში პაის სახით შეტანილი უძრავი და/ან მოძრავი ქონების და სხვა კუთვნილი აქტივების დაბრუნების საკითხი განისაზღვრება წესდებით, ან/და ამ პირსა და კოოპერატივის გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

ვინ განსაზღვრავს პაის მინიმალურ ღირებულებას?

ერთი პაის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის წესდებით.

რა მაქსიმალური რაოდენობის პაის ფლობა შეუძლია ერთ წევრს?

კანონმდებლობით არაა დადგენილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის პაის მაქსიმალური რაოდენობა.

შესაძლებელია თუ არა პაი იყოს როგორც ფულადი,ასევე ქონების სახით შეტანილი?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაი შეიძლება შეტანილი იყოს როგორც ფულადი, ასევე ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონების სახით.

ვინ და როგორ აფასებს ქონებას კოოპერატივში მისი პაის სახით შეტანისას?

სარეკომენდაციო წესდების თანახმადპაის სახით კოოპერატივზე გადასაცემი ქონების ღირებულების შეფასებას ახდენს საერთო კრება ან/დასაერთო კრების გადაწყვეტილებით, მოწვეული აუდიტორი.

შესაძლებელია თუ არა, რომ მიწა, რომელიც არ მდებარეობის იმავე სოფელში სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, პაის სახით იყოს შეტანილი ამ კოოპერატივში?

შესაძლებელია.

შეუძლია თუ არა პირს ლიზინგით აღებული მიწა/ქონება, პაის სახით შეიტანოს კოოპერატივში?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის სახით შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ წევრის საკუთრებაში არსებული ქონება.

შესაძლებელია თუ არა,პირმა ქონების გარკვეული ნაწილი შეიტანოს კოოპერატივში პაის სახით, ხოლოდარჩენილი ქონება დაიტოვოს საკუთრებაში?

შესაძლებელია.

როგორ ნაწილდება კოოპერატივის შემოსავლები/დივიდენდები?

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შორის შემოსავლები/დივიდენდები ნაწილდება წესდებით დადგენილიწესით.

რას წარმადგენს მეპაიესდივიდენდი?

დივიდენდიწარმოადგენს მეპაიეს მიერ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეოსაქმიანობის შედეგად მიღებულშემოსავალს, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომლის გამოანგარიშებაც, სარეკომენდაციო წესდების თანახმად, ხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მეპაიეს ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.

რას წარმადგენს დამატებითი საპაიო შენატანი?

დამატებითი საპაიო შენატანი წარმოადგენს კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, წევრის სურვილით კოოპერატივში განხორციელებულ ფულად ან ფულად ერთეულში გამოხატულ ქონებრივ შენატანს, რომელიც მას აძლევს კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღების უფლებას.