(032) 2 22 04 26
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სხვადასხვა ქვეყნებში სურსათის უზრუნველყოფასა და მდგრად განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს უწყობს ხელს. საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ატარებს. აქედან გამომდინარე, FAO ქვეყანას სოფლის მეურნეობასა და სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ეხმარება და რესურსების ქსელის როლს ასრულებს. იგი ქვეყნებს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ცოდნასა და წლების გამოცდილებას უზიარებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შექმნის, დაგეგმვის ხელშეწყობის, ეფექტური კანონმდებლობის შექმნის, ეროვნული სტრატეგიების მომზადებისა და ცოდნის საველე პირობებში გამოყენების შესახებ.
 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.fao.org

 


 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერება ( ENPARD I )
პროექტის ხანგრძლივობა: 2013 – 2017
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერება“. პროექტი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.  პროექტის მეშვეობით ასევე გაუმჯობესდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განხორციელების ეფექტურობა.
პროექტის მთავარი მიზნებია: (1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტურობის გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საკითხების უკეთესად მართვისათვის, (2) საქართველოში ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელების მხარდაჭერა, (3) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სპეციფიური კომპონენტების დანერგვაში, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის ENPARD საქართველოს პროგრამასთან და (4) საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის გაძლიერებისათვის დონორთა კოორდინირების ხელშეწყობა.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათანადო პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ეხმარება, რაც მონაცემთა სისტემატიურ შეგროვებასა დაკვლევებს, ინფორმაციის ანალიზს, სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებას და რეკომენდაციების გაწევას გულისხმობს. პროექტი მოიაზრებს ადამიანური რესურსების ანალიზს, ტრენინგებსა და განვითარების პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდის ძირითადი წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სწავლების დისტანციური კურსები და სასწავლო ტურები ასევე პროექტის ნაწილია.
გარდა ამისა, რეგიონალური სემინარებისა და სხვა პროაქტიული ღონისძიებების საშუალებით, პროექტი ხელს უწყობს ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას. აღნიშნული საქმიანობა გააუმჯობესოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტურობას, რაც საშუალებას მისცემს  მას, გაატაროს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით დაგეგმილი ღონისძიებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელების კუთხით საქართველოს საერთო დონორთა კოორდინაციის გაუმჯობესებას.

 


 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭრა ( ENPARD II )
პროექტის ხანგრძლივობა: 2017 – 2019
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებას როგორც ეფექტური პოლიტიკის შემუშავების, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიების (2017-2020) ეფექტურად განხორციელების კუთხით. მოსალოდნელია, რომ პროექტის საქმიანობა დადებითად აისახება საქართველოში სურსათის წარმოებასა და სოფლად სიღარიბის მონაცემებზე. პროექტის ძირითადი პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დეცენტრალიზებული მომსახურებების ჩათვლით (როგორიცაა RICs და ICCs) და სააგენტოები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მოქმედებენ. საბოლოო ბენეფიციარები არიან ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლად მცხოვრები ოჯახები და ისეთი დაინტერესებული მხარეები, როგორიცაა კერძო სექტორი ან არასამთავრობო ორგანიზაციები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთავრობისა და იმ საკონსულტაციო აგენტების გაძლიერებას, რომლებიც ხელს უწყობენ სოფლის მეურნეობისა და სოფლის თემების განვითარებას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ მდგრადობა.

 


 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ( ENPARD III )
პროექტის ხანგრძლივობა: 2018 – 2022
2018 წლის იანვრიდან FAO ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III- ის ფარგლებში”. პროექტი მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად სფეროს; 1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება FAO-ს ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტებისა და ტექნიკური ოფიცრების მიერ; 2) მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა მათი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად და 3) გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის დემონსტრაციებს, ინფორმაციის გავრცელებას, ჩართულობასა და სხვა სასწავლო საქმიანობას ფერმერებისთვის.
პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საველე აგენტების ჩათვლით – რეგიონალური საინფორმაციო ცენტრები (RIC) და საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები (ICCs); პოლიტიკის განმახორციელებელი ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA). მეორე მხრივ პროექტი ხორციელდება ENPARD პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და პარტნიორობით. აღნიშნული პროექტი ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ  ENPARD III-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“.
საბოლოო ბენეფიციარები არიან ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლის საწარმოები და მეწარმეები, სოფლად მცხოვრები ოჯახები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
FAO თავის პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების გაუმჯობესებული შესაძლებლობები, მენეჯმენტის პრაქტიკა და ტექნიკური ცოდნა მდგრადი პოლიტიკის გაძლიერების მიზნით;
  • სოფლის მეურნეობის სექტორში სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ მიმავალი ფერმერების, სოფლის შინამეურნეობების, კოოპერატივების და სხვა სოფლის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების, შეღავათებისა და მომსახურების გაუმჯობესება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: სოფო ალთუნაშვილი
  • ელ-ფოსტა: altunashvili@fao.org
  • ტელ:  (+995 32) 222 7705