(032) 2 293 249‬

7630b7529e384237825fa19e8c518052

ქეა საერთაშორისო (CARE International)
ქეა წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის შემცირებას ემსახურება. ქეას პროგრამის მიზანი სამხრეთ კავკასიაში სოფლად სიღარიბის, მოწყვლადობისა და სოციალური უთანასწორობის შემცირება და მდგრადი განვითარებისთვის პირობების გაუმჯობესებაა, რაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,  ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.care-caucasus.org.ge

 


 

თანამშრომლობა საქართველოში სოფლის კეთილდღეობისთვის
პროექტ ENPARD-ის ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში ხელი შეუწყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას  9 მუნიციპალიტეტში: სამეგრელოს რეგიონიდან  ხობში, აბაშაში, მარტვილსა და სენაკში, გურიის რეგიონიდან ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ცაგერსა და ლენტეხში.
 
ხანგრძლივობა: იანვარი, 2014 – დეკემბერი, 2017  ( I ფაზა )
 
ქეამ იმუშავა ოთხი მიმართულებით: 1) სამუშაო შეხვედრები და ლექციები 60 კოოპერატივის წარმომადგენელისთვის, რათა მათ მოახდინონ უკეთესი ბიზნეს დაგეგმარება და საჭირო ტექნიკური ცოდნა შეიძინონ.  აქედან 43 გაერთიანებისთვის გამოიყო უპროცენტო სესხი საშუალოდ 15 000 ევროს ოდენობით. თანხის დაბრუნების პირობები შეთანხმებული იყო თითოეულ კოოპერატივთან. 2) კოოპერატივების ხელშეწყობა, გაერთიანდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. 3) მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, რათა დაიხვეწოს მცირე ფერმერებზე მიმართული სტრატეგია. 4) საუკეთესო ბიზნეს იდეებისთვის ინვესტიციების მოზიდვა და ვებ-გვერდის მეშვეობით ფერმერებისთვის შუამავლობის გაწევა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ნათია კაცია
  • ელ-ფოსტა: katsia@care.org
  • ტელ:  (+99) 598 687 770

 


 

 
სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, ,,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფთან (LAG)’’ ერთად,  ახორციელებს  პროექტს „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება  საქართველოში”.
ხანგრძლივობა: 2015 – 2017 ( I ფაზა), 2018 – 2020 ( II ფაზა )
პროექტი მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. პროექტის ფარგლებში მკვიდრდება სოფლის განვითარების ევროპული მოდელი – LEADER მიდგომა. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები ხდება უფრო ეფექტური, როდესაც მას ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი მონაწილეები შეიმუშავებენ. პროექტი მხარს უჭერს „ლაგოდეხის გავითარების ჯგუფს“, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შექმნას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების შერჩევასა და განხორციელებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ჯუბა მარუაშვილი
  • ელ-ფოსტა: juba_maruashvili@care.org.ge
  • ტელ:  (+995) 577 997 954