(032) 2 22 04 26

3მერსი ქორპსი (Mercy Corps)

,,მერსი ქორპსი” წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ მერსი ქორპსმა დახმარების ხელი გაუწოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების მიზნით. ეს არის ჩვენი მიდგომის არსი: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კრიზისის შესაძლებლობად გადაქცევაში.

ჩვენი მისიაა:

გაჭირვების, სიღარიბის და ჩაგვრის შემცირება ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში დახმარების გზით. 2000 წლიდან ,,მერსი ქორპსი” მუშაობს საქართველოში. ქვეყანაში მოღვაწეობის მიზანს ორგანიზაციისთვის წარმოადგენს სტაბილური და დაცული თემების შექმნა რეგიონებში, რომლებზეც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს სიღარიბე და კონფლიქტები.

,,მერსი ქორპსი” ეხმარება ქართველ ფერმერებს ყველა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური მიდგომის გამოყენებაში ნაცვლად მათი აღქმისა ცალკე მდგომ და ერთმანეთთან დაუკავშირებელ პრობლემებად. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სასოფლო მომსახურების ცენტრი, რომელიც მოსახლეობას და ფერმერებს აწვდის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, ატარებს ტრენინგებს და, ასევე, დახმარებას უწევს კავშირის დამყარებაში ბაზრებთან და მყიდველებთან.

ამგვარ პატარა, სასოფლო და ხშირად იზოლირებულ თემებს ,,მერსი ქორპსი” გადასცემს ტექნიკურ ნოუ-ჰაუს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაფართოების და გაზრდის მიზნით. ,,მერსი ქორპსი” ასევე ეხმარება ფერმერებს სხვადასხვა სოფლებიდან ასოციაციებისა და კოოპერატივების შექმნაში.

ამჟამად ,,მერსი ქორპსი” საქართველოში ახორციელებს მთელ რიგ პროექტებს, რომელთაგან ერთ-ერთია „ფერმერთა კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სოფლის მუნიციპალიტეტებში“. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი 2014 წლის 1 იანვარს დაწყებული პროგრამის „ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში (ENPARD საქართველო). ამ პროგრამის ფარგლებში ,,მერსი ქორპსი” მუშაობს საქართველოს 5 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტში:

  • იმერეთი: საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია
  • შიდა ქართლი: გორი, ქარელი, ხაშური, კასპი
  • ქვემო ქართლი: გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო
  • სამცხე-ჯავახეთი:  ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე
  • კახეთი: საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, სიღნაღი, დედოფლისწყარო

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს   www.mercycorps.org