(032) 2 22 04 26

a07c99a4d6e443d9997c6f4c2f4246e6

ადამიანი გაჭირვებაში(People in Need)

,,ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) არის ჩეხური ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებისა და განვითარების საქმიანობებს, მუშაობს რა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლების დაცვის კუთხით. ორგანიზაცია საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და აქვს ოფისები თბილისსა და ქუთაისში. ორგანიზაციის “ადამიანი გაჭირვებაში” პროექტები სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სოფლის მეურნეობის  განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით.

ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში  “ადამიანი გაჭირვებაში” ახორციელებს პროექტებს იმერეთში (წყალტუბო, ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ზესტაფონი, ხარაგაული, ტყიბული)  რაჭაში (ონი, ამბროლაური) და  ყაზბეგში (სოფლის განვითარება).

3.5- წლიანი პროექტის (მცირე ფერმერების კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა) ზოგადი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება იმერეთსა  და რაჭაში. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერები, ვისაც სურს ფერმერული კოოპერატივების დაფუძნება და სხვა სოფლის მეწარმეები, ვინც მონაწილეობას მიიღებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და ადვოკატირებაში.

პროექტი შეაფასებს სოფლების პოტენციალს სამიზნე რაიონებში, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან; ჩატარდება ექსპერტული სემინარები, სადაც განხილული იქნება დაინტერესებული ფერმერების იდეები; გაიმართება საგრანტო კონკურსი ყველაზე საინტერესო და მდგრადი ბიზნეს-იდეების მხარდასაჭერად თანამონაწილეობითი გრანტების მეშვეობით. მთლიანობაში პროექტიდან ტექნიკურ გრანტებს მიიღებს 18 შედარებით მცირე და 6 შედარებით დიდი კოოპერატივი, რომლებშიც საერთო ჯამში გაერთიანდება 330-450 წევრი.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება რიგი ტრენინგებისა, რომლებიც დაეხმარება შერჩეულ ფერმერებს მათი ტექნიკური, ბიზნესისა და კოოპერაციის უნარების სრულყოფაში. ტრენინგებს დაემატება სადემონსტრაციო ფერმები, რომელთა შექმნას პროექტი გეგმავს მიზნობრივ რაიონებში; ფერმერები მონაწილეობას მიიღებენ ფერმერთა დღეებსა და სასოფლო სამეურნეო ბაზრობებში, რომლებიც შესაძლებელს გახდის სხვა ფერმერებისგან სწავლას და დაამყარებს ფერმერთა კავშირებს მოვაჭრეებთან, გადამამუშავებლებთან და სხვა მომსახურების მიმწოდებლებთან.

ფერმერების ინტერესების დასაცავად და ხელისშემწყობი ბიზნეს-გარემოს შესაქმნელად პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონული ფორუმის შექმნას, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადვოკატირებისა და უფრო ეფექტიანი კომუნიკაციისათვის ფერმერებს, კერძო სექტორს და სახელმწიფო სამსახურებს შორის.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს   www.clovekvtisni.cz/en