(032) 2 293 249‬

გენერალური დირექტორის მოადგილემ ქ-მა მატერნოვამ კახეთში ევროკავშირის პროექტები მოინახულა

გენერალური დირექტორის მოადგილემ ქ-მა მატერნოვამ კახეთში ევროკავშირის პროექტები მოინახულა

ნი კატარინა მატერნოვა, ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე 16-17 ივლისს რეგიონისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად კახეთში გაემგზავრა.
ორი დღის განმავლობაში გენერალური დირექტორის მოადგილე ქ-ნი კატარინა მატერნოვა კახეთის რეგიონში სამ ადგილს, კერძოდ, ლაგოდეხს, ყვარელს და თელავს ეწვია.
ვიზიტის დროს ქ-მა კატარინა მატერნოვამ აღნიშნა: მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი კახეთს ეხმარებოდა; მე ამ დახმარების ზოგიერთი შედეგი ვნახე. შევხვდი იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც ევროკავშირის წყალობით გაუმჯობესდა – ფერმერებს და მეწარმეებს ლაგოდეხსა და ყვარელში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ინიციატივების შედეგად მოხდა ეკონომიკური განვითარება, სოციალური სარგებელის მიღება და მოქალაქეების უფლებამოსილების გაზრდა. კახეთში ჩვენი ჩართულობა გაფართოვდება, მაგალითად, ისეთ საკითხებში, როგორიც არის საბავშვო ბაღების უფრო ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, მიკრო საწარმოების, სათემო ცენტრების ფინანსური მხარდაჭერა ან ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განათლების ტრენინგის ჩატარება.”
ვიზიტი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებით დაიწყო, სადაც ქ-ნი მატერნოვა ვიზიტორთა ცენტრის დირექტორს და რეინჯერებს შეხვდა. ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ მომზადება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაიარეს. მოკლე გასეირნებამ ნათლად წარმოაჩინა ხელმძღვანელობის სტრუქტურული მიდგომა განათლებისა და სტუმრებთან კომუნიკაციის მიმართებში.
გარდა ამისა, ქ-ნი მატერნოვა შეხვდა ლაგოდეხის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის, ასევე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოიცავს. ლანჩის დროს გენერალური დირექტორის მოადგილემ და ადგილობრივმა მონაწილეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს.
მომდევნო გაჩერება გაკეთდა კომპანია ყვარლის სარდაფში, რომელმაც განახორციელა ინვესტიციები თანამედროვე ტექნიკაში, რათა გაეუმჯობესებინა პროდუქციის ხარისხი და მისი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყო. ამ ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირი ბიზნესისთვის – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EU4Business-EBRD Credit Line) საკრედიტო ხაზის სესხის საშუალებით. კომპანიის გაცნობითმა ტურმა აშკარად აჩვენა ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად მიღებული გაუმჯობესება როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი თანამშრომლებისთვის.
სამშაბათს დილით, ქ-ნი მატერნოვა თელავის # 1 საბავშვო ბაღს ეწვია, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ენერგო ეფექტური მოდერნიზაციისთვის შეირჩა. შემდეგ იგი სოფელ იყალთოში ამავე პროექტის ფარგლებში გასარემონტებელი ადგილობრივი საბავშვო ბაღის მოსანახულებლად გაემგზავრა. ვიზიტებმა ნათლად აჩვენა ორივე შენობის ენერგოეფექტური რემონტის საჭიროება.
საკითხის ისტორია
საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე  (დაახლოებით 270 მილიონი ლარი) მეტს შეადგენს, იგი 100-ზე მეტი პროექტის მეშვეობით ხორციელდება და მათი უმრავლესობის პირდაპირი ბენეფიციარები ქვეყნის რეგიონების მოსახლეობაა. საქართველოს ეკონომიკის მდგრადი, ინკლუზიური და გონივრული ზრდა საქართველოევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფორმაცია პროექტების შესახებ
  • სასტუმრო “ვალდ ჰოტელი”, ლაგოდეხი
ევროკავშირის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა დახურული ტერასის და ლიტერატურული კაფეს შექმნა. პროექტის შედეგად დამატებით დასაქმდა ოთხი ადამიანი. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 43 000 ლარს შეადგენს, ხოლო ევროკავშირის შენატანი დაახლოებით 31,000 ლარია.
  • ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, ლაგოდეხი
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი ლაგოდეხში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს აღმავალი პრინციპით სოფლის განვითარება, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.
  • ყვარლის მარანი, ყვარელი
კომპანიამ შეიძინა ახალი საწარმოო ხაზი და დამხმარე მოწყობილობა, რომელმაც გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი და კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყო. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას ევროკავშირის ქვეყნებში თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს. ინვესტიცია ევროკავშირი ბიზნესისთვისევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის სესხით (1.4 მილიონი ლარი) გაკეთდა და პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კომპანიამ 15% გრანტი (210 ათასი ლარი) მიიღო.
  • მდგრადი ენერგია თელავში
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მუნიციპალიტეტებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მერების შეთანხმებას კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების  შერბილების, მის შედეგებთან შეგუებისა და მდგრადი ენერგეტიკული განვითარების თაობაზე. სრული თერმომოდერნიზაციისათვის თელავის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო შენობა შეირჩა.