(032) 2 22 04 26

ceb200f4e64b495ea8a031b53db526fdსაქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს „ქოლგა“ ორგანიზაციას. იგი აერთიანებს 600-ზე მეტ წევრს, რომელთაგან ზოგიერთი ამ ქვესექტორის სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი აქტორია. საქართველოს ფერმერთა ასოციაციას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორთა პარტნიორობებში, ვინაიდან იგი ადვოკატირებას უწევს ფერმერებისა და კერძო სექტორის საჭიროებებს. თავისი საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისა და „ცხელი ხაზის“ დახმარებით ასოციაცია იღებს ინფორმაციას კერძო სექტორში არსებული სირთულეების შესახებ და ამ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. წევრები და დაინტერესებული მხარეები სარგებლობენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მრავალფეროვანი მომსახურებებით, როგორიცაა ბაზრის კვლევა, ყოველთვიური ანგარიშები, კერძო სექტორის საჭიროებათა შეფასება, შესაძლებლობათა აუდიტი და სხვ. საქართველოში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მოხდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის შესაძლებლობათა განვითარება, რათა ასოციაცია გახდეს ისეთი „ქოლგა“ ორგანიზაცია, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოში კოოპერატივების საჭიროებებს და შეძლებს მოქმედებას წვრილი ფერმერების სახელით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.gfa.com.ge