(032) 2 293 249‬

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში პომიდვრის სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში პომიდვრის სადემონსტრაციო დღე ჩატარდება

2017 წლის 18 სექტემბერს 11:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გეგმავს სადემონსტრაციო დღის მოწყობას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სადემონსტრაციო მოდელების ბენეფიციარებთან.
სადემონსტრაციო დღის მიზანია დაინტერესებულ პირებს ერთდროულად გააცნოს პამიდვრის მოყვანის ორი განსხვავებული მეთოდი:
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთი სადაც პროექტის ბენეფიციარ ბ-ნ ლერი ციცაგს  პამიდორი მოჰყავს ბიომეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (წვეთოვანი მორწყვა, მულჩირება) გამოყენებით 0.2 ჰა-ზე.
  • კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სადემონსტრაციო მოდელის ბენეფიციარ ბ-ნ კახი ბიჭიკაშვილს აქვს პამიდვრის ინტენსიური წარმოება სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით 0.5 ჰა-ზე,, მათ შორის იყენებს საქართველოსათვის ინოვაციურ მეთოდს – პომიდვრის მყნობას.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად მოახდინონ ბიო და კონვენციური წარმოების დადებითი და სუსტი მხარეების შედარება და დააგემოვნონ სხვადასხვა მეთოდით წარმოებული პამიდორი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. მოხარული ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და გვეწვევით.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით იმართება. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • ნინო გვაინიშვილი კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk მობ: (+995) 591119192              
  • მარიკა კაპანაძებიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ელ-ფოსტა: advocacy@elkana.org.ge  მობ:   (+995) 5591195517                                
  • თამარ ხუნწარია  ENPARD-ის საკომუნკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 989916