(032) 2 22 04 26

HEKS-EPER საქართველო

ა(ა)იპ ჰეკს-ეპერ (HEKS-EPER) საქართველოს მისიაა აქტიური მონაწილების მიღება ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად წარმომავლობის, სარწმუნობისა თუ სქესისა, ექნება მშვიდობიან, დაცულ გარემოში ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. ორგანიზაციის მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები ოჯახების შემოსავლების ზრდას, სოფლის მეურნეობის დარგში ცოდნის ამაღლების, ინფრასტრუქტურის განვითრებისა და სარეალიზაციო ბაზარზე  წვდომის ზრიდს საშუალებით,

და ასევე ხელი შეუწყოს:

  • დასაქმების ზრდას პროფესიული გადამზადების გზით.
  • სამოქალაქო პირებისა და ორგანიზაციების მოტივაციის ზრდას დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების განვითრებაში აქტიური მონაწილეობის მიღების მიზნით.
  • სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებას რათა მოსახლეობა იყოს მომზადებული საგანგებო სიტუაციებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს  სათანადო რეაგირება.
  • ახალგაზრდების, აზრთა ლიდერების, მედიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობას,  სტერეოტიპებთან ბრძოლას, ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას და  საერთო სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბებასა და ფართო საზოგადოებისთვის შეთავაზებას.

ორგანიზაციის ძირითდი მიზნობრივი ჯგუფებია: სოფლად მცხოვრები მოსახლეობა; იძულებით გადაადგილებული პირები; ეროვნული უმცირესობები, ქალები; აზრთა ლიდერები, ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიმღები პირები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.heks.ch/en/worldwide/europe/georgia/

ENPARD-ოს პროგრამის ფარგლებში HEKS-EPER ახორციელებს პროექტს: „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ დედოპლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტის ხანგრძლივობაა 2016 წლის დეკემბერი – 2020 ნოემბერი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგნეს:

  • მოსახლეობის დასაქმება, და შემოსავლების გაზრდა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
  • ადგილობრივ დაინტერესებლულ მხარეებსა და LAG-ის წევრებს შორის  ნაყოფიერი თანამშრომლობით, ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებას.
  • ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავებული იქნას LAG-ის წევრების მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
  • მექანიზმი, როემლიც ხელს შეუწყობს  LAG-ის მდგრადობას  შესაბამისი სტრქუტურების თანადგომით, შემუშავებული ერთობლივად, დაინტერესებული მხარეებისა და ხელისუფლების მიერ.
  • ფერმერების პოტენციალის, ასევე ტურისტული და სხვა ბიზნესის წარმომადგენლების მდგომარეობის გაუმჯობესება, რის შედეგადაც გაუმჯობესდა დასაქმება და შემოსავლები.
  • მუნიციპალიტეტში გამოსწორდა სოციალური და ეკონომიკური მომსახურების სფეროები.