(032) 2 22 04 26
HEKS-EPER საქართველო

ჰეკსეპერ საქართველო (HEKS-EPER) იღწვის სამართლიანობის, მშვიდობისა და ერთიანობის შექმნისთვის. ორგანიზაციის მისიაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად წარმომავლობის, სარწმუნობისა თუ სქესისა, ექნება მშვიდობიან, დაცულ გარემოში ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. HEKS-EPER საქართველო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება და კონფლიქტების მართვა. ორგანიზაციის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფებია: სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, ეროვნული უმცირესობები, ქალები, აზრთა ლიდერები, ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ, ვებ-გვერდს: www.heks.ch/en/worldwide/europe/georgia/

 


 

მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)
ENPARD-ის ფარგლებში HEKS-EPER საქართველო ახორციელებს პროექტს მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
პროექტის ხანგრძლივობა: 2016 – 2020
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს:
  • ადგილობრივ დაინტერესებლულ მხარეებსა და LAG-ის წევრებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით, ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებას.
  • LAG-ის წევრების მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შემუშავდეს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია;
  • შესაბამისი სტრუქტურების, დაინტერესებული მხარეებისა და ხელისუფლების მიერ, ერთობლივად შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს LAG-ის მდგრადობას;
  • ფერმერების პოტენციალის, ასევე ტურისტული და სხვა ბიზნესის წარმომადგენლების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც უმჯობესდება დასაქმება და შემოსავლები;
  • მუნიციპალიტეტში სოციალური და ეკონომიკური მომსახურების სფეროების გამოსწორებას.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ხათუნა მამულაშვილი
  • ელ-ფოსტა: mamulashvili@heks-eper.org
  • ტელ:  (+995) 599 303 123