(032) 2 22 04 26

7d0f9e457fb544c2a8b8329366a64249ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის ერთ-ერთი პირველი, უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული, კველევითი ცენტრი სამხრეთ კავკასიაში. ის დაარსდა 2011 წლის მაისში თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაზაზე. ISET-PI ეფუძნება ISET-ის აკადემიურ სიძლიერეს და თსუ-ს მრავალწლიან ტრადიციებს და სოციალურ ჩართულობას. ISET-PI ანხორციელებს დამოუკიდებელ კვლევებს და ტრენინგებს, ასევე კავშირებს ამყარებს სამხრეთ კავკასიის აკადემიურ, პოლიტიკურ და საქმიან წრეებთან.

პროექტის ENPARD ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET -PI) იწყებს თანამშრომლობს CARE International-თან და  რეგიონალური განვითარების ასოციაციისთან. ამ პროექტისთვის ISET-PI ჩაატარებს სამაგიდო და საველე კვლევებს, რომლის მიზანია პროგრამირების და ანალიზის გაკეთება საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში. საველე კვლევები შეაფასებს ეკონომიკურ ვითარებას და ეკონომიკურ ქცევას სოფლის მეურნეობში და დააკვირდება თუ როგორ იცვლება აგრარული კოოპერატივების განვითარება (მაგალითად, ფერმერთა მარკეტინგული ასოციაციები) დროთა განმავლობაში. ISET-PI ასევე შექმნის სისტემას, რომელიც საბაზრო ფასებს შეაგროვებს, გაანალიზებს და გაავრცელებს მცირე ფერმერებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.iset.ge