(032) 2 293 249‬

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს გარემოს და ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრად განვითარებას. CENN სპეციალიზებულია რამდენიმე მიმართულებით: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, რესურსების მდგრადი მართვა, ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი/მოქნილი თემების ფორმირება და განვითარება, გარემოსდაცვით საკითხებში ქალებისა და გოგონების ჩართულობა. განვითარების მწვანე მიმართულებების ყველა დონეზე დანერგვის მიზნით, 1998 წლიდან, რეგიონული ინციატივების ფარგლებში, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიის მთავრობებთან და ადგილობრივ თემებთან.  ადგილობრივი და რეგიონალური გარემოსდაცვითი გამოწვევების ეფექტური გადაჭრის გზების ძიების მიზნით, CENN თანაბრად ახორციელებს ინიციატივებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.cenn.org/ და http://environment.cenn.org/reg-dev-csa/

 


 

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის
 
ENPARD-ის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2017 – 2020
პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება სოფლად არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის, ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებით მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისა და ეროვნულ დონეზე სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა აღმავალი მეთოდით სოფლის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:
  • ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება;
  • თანამონაწილეობრივი მეთოდით ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
· ინოვაციური პროექტების განხორციელება (ქვეგრანტების საშუალებით და სტრატეგიის შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.
        საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: ნინო გაფრინდაშვილი
  • ელ-ფოსტა: gaprindashvili@cenn.org
  • ტელ:  (+995) 593 924 844