(032) 2 293 249‬
კავშირი ,,აგროსერვისი”

3b36225022074208b8a4b0db84f96bcd

კავშირი ,,აგროსერვისი სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერებსა და იურიდიულ სუბიექტებს ემსახურება. კავშირი ,,აგროსერვისი”  არის „ქოლგა“ ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული 28 ფერმერთა მომსახურების ცენტრი. „აგროსერვისის“ ბენეფიციართა რიცხვი აღემატება 250 ათასს. საქმიანობები მიმართულია სერვის ცენტრებს, ფერმერებსა და აგრო-მეწარმეებს შორის კავშირების ადვოკატირებასა და გაძლიერებაზე; აქტივობებს შორისაა მდგრადი საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემის განვითარება, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის დონის დაძლევა და სოფლად მაცხოვრებელთა ეკონომიკური ზრდის ამაღლება. 2010 წლიდან კავშირი „აგროსერვისი“ არის „საერთაშორისო აგრო-კონსორციუმის“ წევრი, რომელიც აერთიანებს პოლონეთს, მოლდოვას, უკრაინას, ბელარუსს და საქართველოს; 2013 წლის ოქტომბრიდან კი არის
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაარსებული „სამოქალაქო დარბაზი“-ს წევრი და პარტნიორი. კონსორციუმების ზემოაღნიშნული საქმიანობა მიმართულია ფერმერებსა და აგრარულ სექტორში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მომწოდებლების განვითარების ხელშეწყობაზე. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და ათწლიანი პროდუქტიული საქმიანობისთვის ორგანიზაციამ მრავალი საერთაშორისო ჯილდო, სერთიფიკატი თუ წერილი მიიღო.
ევრკავშირის ENPARD-ის პროექტის “ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში, კავშირი “აგროსერვისი” იყო „მერსი ქორპსის“ პარტნიორი ორგანიზაცია.  “აგროსერვისმა” არსებული და ახალი ფერმერული ჯგუფები, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სერვის მომწოდებლები გადაამზადა: თანამედროვე და ახალ ტექნოლოგიებში, სურსათის ჰიგიენასა და უვნებლობაში. ამ ტრენინგების ძირითადი მიზანია, გაზარდოს ბიზნეს-ორიენტირებული ფერმერული ჯგუფების შესაძლებლობები, რათა მათ მიღებული ცოდნა საკუთარი საქმიანობის დროს გამოიყენონ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.agroservice.ge