(032) 2 293 249‬

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ყაზბეგს ესტუმრა

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სოფლის განვითარების გამოცდილების გასაზიარებლად ყაზბეგს ესტუმრა

2019 წლის 5 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ყაზბეგს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. შეხვედრის მიზანი იყო ყაზბეგის LAG-ის გამოცდილების გაზიარება. 
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ხულოს LAG-ის 20 წარმომადგენელი, ყაზბეგში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს პროექტებს, საკალმახე მეურნეობას, სტომატოლოგიურ კაბინეტს, სანაყინეს და სავარჯიშო სპორტ-დარბაზს ეწვია. ვიზიტების დროს, ხულოს LAG-ის წარმომადგენლებმა გაესაუბრნენ დაფინანსებული პროექტების ავტორებს და მათგან მოისმინეს დაფინანსების ტექნიკური დეტალები.
დღის მეორე ნახევარში, ხულოსა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის დროს მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს LAG-ების ჩამოყალიბების ისტორია და შემდგომი განვითარება. ყაზბეგის LAG-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესრულებაზე. შეხვედრის დროს ასევე მსჯელობა გაიმართა ENPARD-ის პროექტების ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე, პროექტების შეფასებისა და გამარჯვებულების გამოვლენის მეთოდებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს LAG-ების ფუნქციონირების და დაფინანსების წყაროების სხვადასხვა ალტერნატივები. 
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge