(032) 2 293 249‬

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

ხულოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), სოფლის განვითარების საგრანტო კომპონენტის, სრული პროექტების კონკურსის შედეგები გამოცხადდა.
საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 120 განაცხადი. აღნიშნული პროექტები შეფასდა გარე ექსპერტის, ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტო კომიტეტისა და ხულოში ENPARD-ის პროექტის მონიტორინგის სამსახურის მიერ. შემოსული პროექტებიდან წინასწარ მინიჭებული მინიმალური ბარიერი გადალახა 47 პროექტმა, საგრანტო კონკურსის მესამე, ვერბალური პრეზენტაციის ეტაპზე სულ წარმოდგენილი იყო 47 სრული პროექტი. მათგან ხულოს LAG-ი შეხვდა 41 პროექტის ავტორს და მოისმინა პრეზენტაცია. პრეზენტაციისა და კითხვა-პასუხის შემდეგ საგარანტო კომიტეტი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსება/არ დაფინანსების საკითხზე. 41 პროექტიდან კვოტების, საგრანტო ბიუჯეტის შეზღუდვებისა და საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაუბრება წარმატებით გაიარა 27-მა პროექტმა.
გამარჯვებული პროექტები პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:
ტურიზმი სოფლად – 12
სოფლის მეურნეობა – 5
კულტურა,ჯანმრთელობა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა – 2
არასასოფლო სამეურნეო საქმიანობები – 7
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – 1
იხილეთ პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.